მარტში საკვების მსოფლიო ფასები 12,6%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განაცხადა.
FAO-ს წარმომადგენლები მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან ზრდას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირებენ.
“FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარტში საშუალოდ 159.3 იყო, რაც 12.6%-ით მეტია თებერვალთან შედარებით, როდესაც მან უკვე მიაღწია თავის უმაღლეს დონეს 1990 წელს ინდექსის შექმნის შემდეგ”, – ნათქვამია პრესრელიზში.
„შავი ზღვის რეგიონში სამხედრო აქტივობამ მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ძირითად ბაზრებზე მთელი რიგი შოკები გამოიწვია. რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას ხორბლის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20%, მოჰყავდა“. ნათქვამია ტექსტში.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი რეკორდულად 23,2%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია უკრაინიდან მიწოდების სირთულის გამო, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორია.
მარტის დასაწყისში FAO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურსათის მსოფლიო ფასებმა ასევე მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს თებერვალში – მაშინ ინდექსის ღირებულება იყო 140,7 პუნქტი. გაძვირების მიზეზებს შორის, შავი ზღვის პორტებიდან მიწოდების გაურკვევლობის გარდა, იყო რძის დაბალი მიწოდება დასავლეთ ევროპასა და ოკეანიაში, ასევე არახელსაყრელი პირობები სამხრეთ ამერიკაში მოსავლის ზრდისთვის.
Discussion about this post