870 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, ვინც ქვეყანა რუსეთის შემოჭრის შემდეგ დატოვა, უკვე სამშობლოში დაბრუნდა. უკრაინაში ყოველდღიურად 30 000 ადამიანი ბრუნდება. ამის შესახებ დღეს გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტოებმა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს.
მასობრივი დაბრუნება უკრაინაში ჰუმანიტარულ პრობლემებს ამძაფრებს.
უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 11,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ამას მოწმობს გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) უახლესი მონაცემები. 4,6 მილიონზე მეტმა უკრაინელმა თავშესაფარი სხვა ქვეყნებში იპოვა; 7,1 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული იყო. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია იტყობინება, რომ 24 თებერვლიდან უკრაინიდან ქვეყანაში 783,600 ადამიანი, მათ შორის 147,000-ზე მეტი ბავშვი ჩავიდა.
გაეროს პროგნოზით, უკრაინაში მიგრაცია კვლავ გაიზრდება. „ეს აუცილებლად შექმნის ახალ გამოწვევებს, კრიზის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, რადგან ადამიანებს დასჭირდებათ მხარდაჭერა რეინტეგრაციისთვის, იპოვონ შესაფერისი მასპინძელი თემები, თუ სახლებში დაბრუნება შეუძლებელია ან შესაძლებელია“, – ნათქვამია OCHA-ს განცხადებაში.
ჯერჯერობით, გაეროს ჰუმანიტარულმა მუშაკებმა დახმარება 2.1 მილიონ უკრაინელს გაუწიეს. უკრაინისთვის გამოყოფილი 1,1 მილიარდი დოლარის დახმარება ამ ეტაპზე 64 პროცენტით არის დაფინანსებული.
Discussion about this post