საქართველოს ეროვნულ პავილიონს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზეპროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წარადგენს,
„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ის მოგვითხრობს დასასრულისწინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებითმნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი დაკულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალურირეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაშიმუშაობენ.
VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია.ვირტუალური ბაღი – ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი.უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარეგაქრა.
ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის დათვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილებაინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებითმოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიცტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სურეალიზმის ენით დასასრულსა დადასაწყისზე გვესაუბრება.
პროექტის, “მე ვწუხვარ ბაღზე” წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის”,მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგისპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტსკურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების ერთობა და არა ცალკეული კურატორი,როგორც აქამდე იყო მიღებული. „მდგომარეობებს შორის” – მულტიმედია სახელოვნებოპრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვასინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარპრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნადისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. “მდგომარეობებს შორის” 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურადმართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალიმედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას www.inbetween.media.
ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდითანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისოპრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომისმფლობელია.
საქართველოს ეროვნული პავილიონი საგამოფენო სივრცეში (Spazio Punch) კუნძულჯუდეკაზე, დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდეუმასპინძლებს.
Discussion about this post