უკრაინაში შრომის ბაზარი შოკიდან გამოდის და აღორძინებას იწყებს. მაგრამ ვაკანსიები ძალიან ცოტაა. ხელფასებმა 40-60%-ით დაიკლო. როგორც დასაქმებულები ამბობენ, თუ ხელფასი მაინც გაქვს, ეს უკვე კარგია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანების სამსახურიდან მასიური გათავისუფლება და იძულებითი შვებულები გაშვება ხდება. შედეგად, ომამდე დასაქმებულმა ყოველმა მეორემ სამსახური დაკარგა. რა ხდება შრომის ბაზარზე, გაარკვია Vesti.ua.
უკრაინელების ნახევარი – 53%, ვინც ომამდე მუშაობდა – დღეს უმუშევარია. დასაქმებულების 22% სამსახურში დადის, ხოლო 21% დისტანციურად მუშაობს ან ნაწილობრივაა დასაქმებული. ომის პირობებში მხოლოდ 2%-მა იპოვა ახალი სამუშაო ადგილი. ყველაზე მეტად უმუშევრობა უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში მყოფი მსახლეობის 74% შეეხო. ამის შესახბე სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგი“-ზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა Vesti.ua იტყობინება.
უკრაინული წყაროს ინფორმაციით, ვითარება თანდათან იწყებს გაუმჯობესებას, ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები არ არის. „კიევში ვარ და ვხედავ, რა ხდება აქ, ვხედავ, როგორ ბრუნდება ყველა ჩემი მეზობელი. ანუ, ხალხი ბრუნდება, იხსნება მცირე ბიზნესი, კომპანიებიც ნელ ნელა ადაპტირდებიან და იწყებენ თანამშრომლების დაბრუნებას“ -აცხადებს Vesti.ua-სთან ინტერვიუში რუსლანა ბერეზოვსკაია, grc.ua ხელმძღვანელი.
40-60%-ით შემცირდა ხელფასებიც. „შრომის ბაზარი ძალიან შეიცვალა. მიგრანტების ნაკადი იმ ტერიტორიებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს დიდა გავლენას ახდენს ბაზრის საერთო მდგომარეობაზე. ხელფასები ქვევით მიდის. უკვე ჩანს 40-60% კლება. ბევრი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია, ბევრი კომპანიის თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების წერილები მიიღეს. ბევრი დათანხმდება მინიმალურ ხელფასსაც კი,ოღონდ ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა მიეცეს“, – აცხადებს რუსლანა ვესელოვსკაია Vesti.ua-სთან საუბარში.
„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე...
Read more
Discussion about this post