არაღიარებულ დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
უშიშროების საბჭოს შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება, 15:00 კი მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პრესისთვის ბრიფინგს გამართავს
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს ტირასპოლში, დღის მეორე ნახევარში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში აფეთქებები მოხდა. მეორე დღეს კი ტელემაუწყებლის ანძა ააფეთქეს.
დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოქალაქეებს მოუწოდებს არ ენდონ უცნობი წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. ერთი დღით ადრე, აფეთქებების შესახებ პირველი ცნობების შემდეგ, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში სასწრაფო სხდომა მოიწვიეს.
არაღიარებულ დნესტრისპირეთში აფეთქებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, შეიქმნა დიდი საავტომობილო საცობები მოლდოვის ტერიტორიების დასატოვებლად.
თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება. 2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა...
Read more
Discussion about this post