West Texas Intermediate ნავთობის ფიუჩერსები 3,5%-ით დაეცა და ბარელზე 100 დოლარზე დაბლა დაიხურა. ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ ბაზარზე შოკი გამოიწვია. სპეციალისტების პროგნოზით ჩინეთში პანდემიის გამწვავება მრავალი საწარმოს გაჩერებას გამოიწვევს რის შედეგადაც ნავთობის მოხმარება შემცირება, იტყობინება ბლუმბერგი.
ჩინეთში Covid-19-ის გამწვავების გამო ნავთობის ბაზარზე არსებულ სირთულეებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიაც ემატება. ომმა გაზარდა ინფლაცია, ამასთან ერთად აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მსგავსად ევროკავშირიც განიხილავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შეზღუდვას.
„ჩინეთის ჩაკეტვის გამო ნავთობზე არსებული მოთხოვნის შემცირება დღეს ნომერ პირველი პრობლემა რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს ბაზარს“, განაცხადა ბობ იაუგერმა, Mizuho Securities USA-ის ფიუჩერსული განყოფილების დირექტორმა ბლუმბერგთან საუბარში. მისი თქმით, ნავთობზე მოთხოვნა დღეში 1,2 მილიონი ბარელით დაეცა და შესაძლოა ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდოს.
პანდემიის შეჩერების მიზნით, ჩინეთის მთავრობამ 26-30 აპრილამდან 12 რაიონში მოსახლეობის ტესტირება გააფართოვა.
ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი იმპორტიორია, Bloomberg-ის მონაცემებით, მარტში ნავთობზე მოთხოვნა დღეში საშუალოდ 13,3 მილიონი ბარელი იყო.
ნავთობზე ფასის ვარდნაზე იმოქმედა ლიბიის მთავრობის განცხადებამაც. ლიბია ნავთობის წარმოების გაზრდის მიზნით რამდენიმე საბადოს გახსნას აპირებს.
ხანდაზმულებმა უნდა გაიმეორონ კოვიდის ვაქცინა, აშშ-ს ჯანდაცვა
ამერიკელმა ხანდაზმულებმა, მათ შორის იმათ, ვინც გასული წლის შემოდგომას, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, განმეორებით უნდა გაიარონ ვაქცინაცია. ამის შესახებ აშშ-ს...
Read more
Discussion about this post