უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის გეგმა რუსული ნავთობის სრულად აკრძალვის შესახებ არადამაკმაყოფილებელია, რადგან ის საფრთხეს უქმნის უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ამის შესახებ, European Truth-ის ცნობით, Bloomberg-ი იუწყება.
უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ენერგომატარებლებზე, 2023 წლის ბოლომდე მიეცათ ვადა, რათა სრულად შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.
უნგრეთის მთავრობის სპიკერის ზოლტან კოვაჩის განცხადებით, უნგრეთი შეშფოთებულია ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებით.
”ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე გეგმას ან გარანტიას მიმდინარე წინადადებაში თუნდაც გარდამავალი პერიოდის მართვისთვის, რაც უზრუნველყოფს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,” – თქვა მან.
მოგვიანებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეიკრიბება რათა განიხილონ და პოტენციურად დაამტკიცონ სანქციის მექვსე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის წარადგინა
მისი განმარტებით, რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის მიწოდება ექვს თვეში შეწყდება, ხოლო რაფინირებული პროდუქციის მიწოდება წლის ბოლომდე.
“ამ გზით ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით რუსეთზე ზეწოლას, ხოლო ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში კოლატერალურ ზიანს ვამცირებთ. რადგან უკრაინის დასახმარებლად ჩვენი საკუთარი ეკონომიკა ძლიერი უნდა დარჩეს”, – თქვა მან.
Discussion about this post