იმისათვის, რომ უკრაინამ რუსეთთან ომი მოიგოს, შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა დაეხმარონ მას სტრატეგიული ძალის შექმნაში 40000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ხუთი ბრიგადის სახით. მათი ამოცანა უკრაინის მიწიდან რუსული არმიის განდევნის მიზნით შეტევითი ოპერაციების ჩატარება იქნებოდა.
ეს მოსაზრება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილმა უფროსმა, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა მაიკ რეპასმა გაიზიარა, იტყობინება CNN.
გენერალი დარწმუნებულია, რომ 5 ბრიგადა არც ისე ბევრია და უახლოეს მომავალში ამის შეიძლება განხორციელდეს. მაიკ რეპასმის განცხადებით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი სტრატეგიული ქვედანაყოფების მოსამზადებლად, უკრაინას შეუძლია მოიძიოს დამატებითი 40 000 ჯარისკაცი
”ჩვენ გვჭირდება აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, რომ შევქმანთ უკრაინული ბრიგადა. ამ ქვეყნებს აქვთ მყარი სამხედრო შესაძლებლობები. მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ ძალები უკრაინული ნაწილების აღჭურვით და მათ ტერიტორიაზე წვრთნით. ამრიგად, იქნება ხუთი ბრიგადა. ხუთ საოპერაციო სექტორში“, – განაცხადა მაიკ რეპასმა.
მისივე თქმით, ასეთი გეგმის განხორციელებას 6-8 თვე დასჭირდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა დასავლური დახმარება ორიენტირებულია უკრაინის არმიის გადაუდებელ საჭიროებებზე, ხოლო, პირიქით, უფრო სტრატეგიული მიდგომაა საჭირო.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების 3 სცენარიდან 2 არის რუსეთის სასარგებლოდ: ეს არის ან სრული გამარჯვება უკრაინაზე, ან ჩიხში, როდესაც კრემლი უბრალოდ აცხადებს თავის გამარჯვებას ადგილზე და აგრძელებს ოკუპაციას უკრაინის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით. ეს არ მისცემდა აგრესორს სრულ გამარჯვებას, მიუხედავად ამისა, იგი გააკონტროლებდა მნიშვნელოვან ტერიტორიას.
ბრიტანული გაზეთის The Telegraph-ის მიმომხილველის თქმით, ევროკავშირის ნავთობის ემბარგო გადამწყვეტი დარტყმა იქნება პუტინის სამხედრო მანქანაზე. როგორც ჩანს, თავად პუტინს არ სჯეროდა, რომ დასავლეთი ასე გაერთიანებული იქნებოდა კრემლის აგრესიის ფონზე, ნათქვამია სტატიაში.
გასროლა ცაში: ტრამპის ჯოჯოხეთურმა სანქციების მუქარამ პუტინზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა
დონალდ ტრამპი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება, იმ შემთხვავაში თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული და უკრაინაში ომი არ დასრულდება. ტრამპის მცდელობის...
Read more
Discussion about this post