ევროკავშირი აპირებს შეამსუბუქოს რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი და ევროპულ გემებზე მოხსნას აკრძალვა რუსული ნავთობისა და საწვავის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების შემთხვავაში. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სანქციების პაკეტიდან რუსული ნავთობზე ემბარგოს მოხსნას საბერძნეთი ცდილობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმფლობელია. რუსულ ნავთობზე ემბარგოს მოხსნის მიზეზად სავარაუდოდ, G-7 წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმების არარსებობა სახელდება, აცხადებენ ბლუმბერგთანს საუბარში აღნიშნულ პროცესში მონაწილე კომპეტენტური პირები.
ევროპული გემების მიერ რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვა კიდევ უფრო გააუარესებს რუსული ნავთობის ექსპორტს, რომელიც აგრესორისთვის ვალუტის სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენს.
ამავდროულად, იკრძალება ნავთობით დატვირთული გემების დაზღვევა, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. არსებული პრაქტიკის თანახმად, გადამზიდავი კომპანიები ე.წ. დაცვისა და კომპენსაციის კლუბების მეშვეობით იცავენ გემებს რისკებისგან. ეს კლუბები ერთობლივად ყიდულობენ გადაზღვევას სადაზღვევო კომპანიისგან, – რის გამოც მათ არ შეუძლიათ იგნორირება გაუკეთონ ევროკავშირის კანონებს.
თავდაპირველი ვერსიით, ევროკავშირი გეგმავდა რუსეთში მოპოვებული ან რუსეთიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული ნავთობისა და საწვავის ტრანსპორტირების აკრძალვას, მათ შორის გემიდან გემზე გადაადატვირთვასაც.
როგორც Bloomberg-ი, იტყობინება სანქციების მიზანი რუსეთიდან ნავთობის გაყიდვის შეზღუდვა. ეს ფაქტი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ნავთობ ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს. ამავდროულად, არსებობს რისკი, რომ მცირე კომპანიები გააქტიურდებიან როს გამოც ვაჭრობა იატაკის ქვეშ გადაინაცვლებს.
ბულგარეთი იმუქრება, რომ არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს, თუ მისთვის უნგრეთისა და სლოვაკეთის მსგავსად გამონაკლის არ გააკეთებენ. რუსეთლი ნავთობის ემბარგოზე გამონაკლისი, უნგრეთსა და სლოვაკეთს 2024 წლის ბოლომდე, ხოლო ჩეხეთს 2024 წლის ივნისამდე მისცეს.
„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე...
Read more
Discussion about this post