ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავე უწოდა. თუ დასავლეთს ნამდვილად სურს მისი რეჟიმის იზოლაცია აზრი არ აქვს რუსული ოკუპაციის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბარს, ამის შესახებ Euractiv-ს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა .
როგორც გამოცემა წერს, ეს „შეიძლება ჩაითვალოს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მოსკოვთან წარუმატებელი სატელეფონო დიპლომატიის დაფარულ კრიტიკად“. საფრანგეთის ლიდერის გარდა, პუტინს ურეკავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.
გასულ კვირას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას, სავარაუდოდ, “მოუწევს” ზავის შესახებ მოლაპარაკება და რომ რუსეთის “დამცირება”, ანუ მისი დამარცხება ბრძოლის ველზე, არ ემსახურება სამშვიდობო ძალისხმევას.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს. “თუ ყველა მუდმივად ურეკავს, ის არ გრძნობს, რომ იზოლირებულია. პირიქით, ყურადღების ცენტრშია, რადგან ყველას მასთან საუბარი სურს. ამ მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა ბუჩა, ირპინი, ჩვენ ვერ ვხედავთ დეესკალაციის ნიშნებს. თუ ჩვენ გვინდა მას მესიჯი გაუგზავნოთ, რომ თქვენ ნამდვილად იზოლირებული ხართ, არ დაურეკოთ მას. აზრი არ აქვს. რას მივიღებთ ამისგან?”, – განაცხადა კაია კალასმა
კალასი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი დეოკუპაციის გარეშე მშვიდობიანი შეთანხმების დადება არ უნდა მოხდეს „ეს შეცდომა ჩვენ სამჯერ დავუშვით საქართველოს, დონბასისა და ყირიმის შემთხვევაში.
Discussion about this post