რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს შვედეთთან და ფინეთთან და მათი ნატოში შესვლა მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცის (ОДКБ) სამიტზე განაცხადა, იუწყება რია ნოვოსტი.
„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების – ფინეთის, შვედეთის მეშვეობით. მინდა გაცნობოთ, ძვირფასო კოლეგებო, რუსეთში ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ არსებობს და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გაფართოების დაუყოვნებელი საფრთხე რუსეთისთვის არ ქმნის “, – განაცხადა პუტინმა.
„მაგრამ ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება გამოიწვევს ჩვენს პასუხს, როგორი იქნება – ჩვენ გადავწყვეტთ იმის მიხედვით, თუ რა საფრთხეები შეგვექმნება“, – დასძინა მან.
ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების აღკვეთის მოთხოვნით 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინასთან.
2002 წელს, პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნის შემდეგ, რუსეთი მუდმივად აფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ალიანსში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებ.
ფინეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიმართავს ნატოს და ამას სამშაბათსაც გეგმავს. შვედეთის მთავრობამ შეცვალა შიდა გეგმები და 17 მაისს აპირებს ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე. ასევე მოსალოდნელია, რომ დაჩქარდება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პროცესი.
Discussion about this post