პუტინს არ სურს პოზიციების დათმობა და დასახული გეგმის უგულველყოფა, ამიტომ ომი ხანგრძლივი იქნება, პროგნოზირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა. მაისიდან ხერსონის რაიონში რუსული არმია რამდენიმე თავდაცვის ხაზის მშენებლობა დაიწყო, პარალელურად ნაღმავს ხიდებს და გზებს. რუსეთმა ზუსტი მართვადი იარაღის მარაგის 60% უკვე გამოიყენა. მარაგი იწურება, ამიტომ მათ ძველი საბჭოთა საბრძოლო მასალის საცავები გახსნეს. კრეისერი Moskva-სა და VDK Saratov-ის განადგურების შემდეგ რუსული გემები არ უახლოვდებიან უკრაინის სანაპიროებს. ამის შესახებ Krym.Realii -სთან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკის ესაუბრა.
რუსი სამხედროები ცდილობენ აღმოსავლეთით ალყაში მოაქციონ უკრაინის არმია და მიაღწიეთ ლუგანსკის და დონეცკის საზღვრებს – ეს არის რუსეთის არმიის ახალი ამოცანა, ამბობენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.
„ვლადმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ დასახულ გეგმებს არ ცვლის და შესაძლოა, აქტიური საომარი მოქმედებები წლის ბოლომდე გაგრძელდეს. რამდენი ხანი გარძელდება აქტიური ფაზა, სექტემბრამდე, ან ოქტომბრამდე, ან წლის ბოლომდე. ეს დამოკიდებულია ჩვენს წინააღმდეგობაზე, ჩვენი თავდაცვის ძალების მდგომარეობაზე და დახმარებაზე, რომელსაც ვიღებთ“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი.
სხვადასხვა წრეები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ პუტინი ომი არ დაეწყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ის გეგმავს რუსეთის ხელმძღვანელობას სიცოცხლის ბოლომდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიდი ხანია მიატოვა “მემკვიდრის” სცენარი, განმარტავს ვადიმ სკიბიცკი.
”ის არავის ენდობა, ის არავის უსმენს. მას აქვს საკუთარი გეგმები რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით, მან ეს მთელ მსოფლიოს გამოაცხადა. უცხოელი ლიდერები ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, იყო მცდელობა დაერწმუნებინათ პოლიტიკური ბომონდი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები, ოლიგარქები, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ომი, რომლის ბრძოლაც მას სურს, გრძელვადიანი იქნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ სურს პოზიციების დათმობა“.
ის, რომ რუსეთი უკრაინის სამხრეთში დიდი ხნით დარჩენას გეგმავს, მოწმობს ისიც, რომ რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძლიერ დაჯგუფებას ათავსებს. ეს არის კომბინირებული ჯგუფი, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს. მათ შექმნეს ლოგისტიკური მხარდაჭერის სისტემა, ამისთვის დაპყრობილ რკინიგზას, პორტებს და აეროდრომებს გამოყენებენ.
„მაისის დასაწყისიდან საოკუპაციო ჯარებმა თავდაცვის გაძლიერება დაიწყეს. მზადდება შესაბამისი საინჟინრო ნაგებობები, ერთი-ორი კი არა, მესამე თავდაცვის ხაზი შენდება. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს დიდხანს დარჩეს, ”- ამბობს ვადიმ სკიბიცკი,
დაზვერვა ასევე აფიქსირებს, რომ რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე გზებსა და ხიდებს ნაღმავს. ამით ის აძლიერებს თავდაცვით პოზიციებს და უკრაინის არმიის კონტრშეტევის საშუალებას არ მისცემს.
შეგახსენებთ, ადრე დასავლელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთი გაჭიანურებული შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება და უკრაინაში ომი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამ გათვლებიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მოლაპარაკება იარაღის მწარმოებლებთან მისი მარაგების შესახებ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აპრილში განაცხადა, რომ ომი შეიძლება “გაგრძელდეს და გაგრძელდეს თვეებითა და წლების განმავლობაში”, მაგრამ ალიანსი შეინარჩუნებს უკრაინის მხარდაჭერას.
26 მაისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ომი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გადაიზარდა “გამანადგურებელ ომში” და ვერავინ წინასწარმეტყველებს დანამდვილებით როგორ და როდის დასრულდება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ასევე აღიარა, რომ რუსეთი, ყველა ჩვენებით, ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის, აგროვებს რესურსებს და აშენებს თავდაცვითი სიმაგრეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
Discussion about this post