ბაიდენის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაქვეყნა დეტალები 700 მილიონი დოლარის პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას უგზავნის, პაკეტი უკრაინისთვის უფრო დიდი დისტანციის სარაკეტო სისტემების გადაცემას მოიცავს, ვიდრე წინა პაკეტებში იყო გაგზავნილი. ამის შესახებ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით CBS News იუწყება.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინას იმ სახის რაკეტებს მიაწვდის რომელთა გამოყენებასაც უკრაინელი სამხედროები რუსეთის სიღრმეში განთავსებული სამიზნეების განადგურებას ვერ შესძლებენ.
პაკეტის დეტალები, სავარაუდოდ, ოფიციალურად ოთხშაბათს გამოცხადდება.
მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) რუსულ სამიზნეებზე დარტყმის დროს უკრაინულ ძალებს უფრო მეტ სიზუსტეს მისცემს. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ახალი სისტემები არ იქნება გამოყენებული რუსეთის სიღრმეებში განლაგებული სამიზნეების დასარტყმელად.
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას შორი დისტანციის იარაღს არ მიაწვდიდის და დასძინეს, რომ უკრაინა აშშ-ს არწმუნებს, რომ ის არ გამოიყენებდა საშუალო მანძილის რაკეტებს რუსეთის წიაღმდეგ.
დახმარების პაკეტში ასევე შედის სარადარო სისტემები, მეტი Javelin რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ვერტმფრენები, ტაქტიკური მანქანები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალები.
შეერთებული შტატებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უკრაინას მიაწვდიდნენ ისეთ შეიარაღებას, რომელის გამოყენებითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებდნენ რუსული არტილერიასთან გამკლავებას, მაგრამ, ამავდროულად მათ არ ექნებოდათ შესაძლებლობა რუსეთის სიღრმეში განთავსებული სამიზნეების განადგურება.
რსულმა პროპაგანდისტებმა მყისიერად აიტაცეს აშშ-ს ეს გადაწყვეტილება და დაიწყეს იმაზე საუბარი რომ რუსეთის შიშით შეერთებული შატები თავს იკავებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე.
როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის.
Discussion about this post