გერმანელების უმეტესობა ეთანხმება გერმანიის კანცლერის პოლიტიკას უკრაინსთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 41% შოლცის მუშაობით კმაყოფილია , 35% კანცლერს აკრიტიკებს მას იმის გამო, რომ ძალიან ყოყმანობს უკრაინას იარაღის მიწოდების საკითხში. გერმანელების 83% მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინთან დასავლელი სახელმწიფოს მეთაურების მოლაპარაკებების გამართვის პროცეს.
გერმანელების მხოლოდ მეოთხედს სჯერა, რომ უკრაინამ შეიძლება სამხედრო გზით ომი მოიგოს. მეორეს მხრივ, გამოკითხულთა 68%-ს მიაჩნია, რომ საბოლოოდ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გადაწყვეტით არის შეიძლებელი
გამოკითხვა აზრის კვლევის ინსტიტუტმა Forsa-მ RTL Germany- 10-დან 13 ივნის ჩაატარა.
მოლაპარაკებების მომხრე ასაფრანგეთის პრეზიდენტს ემანელ მაკრონც. რომლმლის განცხადებებმაც ცოტა ხნის წინ კიევში უკმაყოფილება გამოიწვია, ოთხშაბათს მკარონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “რაღაც მომენტში” უკრაინის პრეზიდენტს და ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წასვლა მოუწევთ.
ბერლინში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე ირონიული მემი გამოაქვეყნა რომელიც გერმანიის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას ასახავს.
მასზე გამოსახულია ლოკოკინა ნაჭუჭზე ვაზნით. სურათზე მიწერილია: „გერმანიის დახმარება ჩვენკენ არის“.
მელნიკმა დაწერა, რომ ეს სურათი მესინჯერში კიევის მთავრობის წევრისგან მიიღო. ელჩმა ასევე მოიყვანა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ციტატა: „აბა, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“.
Discussion about this post