რუსეთიდან ჩინეთის ნედლი ნავთობის იმპორტი მაისში 2021 წლის ამავე პერიდდთან შედარებით 55%-ით გაიზარდა. ამ ფაქტმა რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, გვერდი აუარა საუდის არაბეთს, როგორც ჩინეთის ნავთობის უმსხვილეს მიმწოდებელს, წერს Reuters. საუდის არაბეთი ბოლო 19 თვის განმავლობაში ჩინეთის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი იყო.
ჩინეთის მთავარი საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული ნავთობის იმპორტმა, აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მილსადენით მიწოდების ჩათვლით და რუსეთის ევროპული და შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან მიწოდებამ, თითქმის 8,42 მილიონი ტონაშეადგინა. ეს 25%-ით მეტია ვიდრე აპრილში.
უმსხვილესმა ჩინელმა იმპორტიორებმა, მათ შორის Sinopec-მა და Zhenhua Oil-მა, გააძლიერეს რუსული ნავთობის შესყიდვა, მიზეზი სანქციების ტოქსიკურობის გამო რუსული ნავთობი უფრო იაფია, ვიდრე ირანიდან და ვენესუელიდან მიწოდებისა, რომლებიც ასევე ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს.
ჩინეთის მთლიანი ნედლი ნავთობის იმპორტი მაისში თითქმის 12%-ით გაიზარდა და 10,8 მლნ ბარელი შეადგინა დღეში. 2021 წლელს 10,3 მლნ ბარელი იყო დღეში.
ნავთობის გარდა, ჩინეთი ზრდის რუსული LNG-ის იმპორტს. მაისში მიწოდება 56%-ით გაიზარდა წლიურად და 400 000 ტონამდე შეადგინა.
საბაჟო მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რუსული LNG-ის იმპორტი – ძირითადად Sakhalin-2 პროექტიდან შორეულ აღმოსავლეთში და Yamal LNG-დან რუსეთის არქტიკაში – გაიზარდა 22%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,84 მილიონ ტონას.
Discussion about this post