მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, იუწყება რადიო თავისუფლება.
სანქცირებულთა შორის არიან:
- ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი – ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
- ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი – ქეთევან ხარაიძე.
სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:
- ქონების უფლება;
- სავაჭრო ოპერაციები;
- რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი;
- უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა;
- ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.
განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება.
Discussion about this post