რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ისაუბრა. ამ საუბარმა საკმაოდ შეაშფოთა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, ასეთი განცხადებები აჩვენებს, რამდენად იმედგაცრუებულია მოსკოვი ბრძოლის ველზე მომხდარი წარუმატებლობის გამო.
როგორც The New York Times-ი იუწყება, რუსეთში სამხედრო ჩინოსანთა მიერ გამართული დისკუსიები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მხოლოდ სიტყვები არ იყოს.
ამ ეტაპამდე, აშშ-ს ოფიციალურმა პირების განაცხადებით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ბირთული თავდასხმის განსახორციელებლად დგამს რაიმე ქმედით ნაბიჯებს.
NYT-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია აშშ-ის მთავრობაში ოქტომბრის შუა რიცხვებში “გავრცელდა”.
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უარი თქვა კომენტარიგაეკეთებინა იმ დეტალებზე რომელიც რუსმა სამხედრო ლიდერებმა საუბრეს.
„ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთის კომენტარები ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს და ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადება ასეთი იარაღის გამოყენებისთვის“, – თქვა კირბიმ.
NYT-ის ინფორმაციაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
21 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადებისას, პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობაზე. “ყველამ, ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ქარის ვარდი შეიძლება შემობრუნდეს მათი მიმართულებითაც”, – განაცხადა ცინიკურად რუსეთის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განმარტა, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდება, რომლის ანექსიასაც რუსეთის ფედერაცია „რეფერენდუმებით“ ცდილობდა.
გერმანიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში დამარცხებამ შეიძლება „ეგზისტენციალურ საფრთხე შეუქმნას პუტინის მმართველობას“.
პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გავლენას არ მოახდენს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. „თუ რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ის გამოიყენებს მას. თუ არ გადაწყვიტა ამის გაკეთება და ეს დასავლური სამყაროს ზეწოლაზეა დამოკიდებული, ის არ გამოიყენებს მას. მიუხედავად იმისა, რა ხდება ბრძოლის ველზე. ” განაცხადა ზელინსკიმ.
Discussion about this post