10 ნოემბერს, ისი პარიმ შატო მუხრანში პაკო რაბანის ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა. სუნამოს პრეზენტაცია ფრანგული სულით, კლასიკითა და კულტურით იყო შთაგონებული.
მხიარული. მგრძნობიარე. ძლევამოსილი. სამუდამოდ პარიზული. ის არის მუზა, ნამდვილი ვარსკვლავი. მისი სახელია FAME, საოცნებო სურნელი ქალბატონებისთვის PACO RABANNE-სგან.
სუნამოს საკულტო ხასიათს, ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ელ ფანინგი გადმოსცემს. FAME, ზუსტად გამოხატავს პაკო რაბანის მიერ წარმოდგენილ ქალს, ნათელი, თავდაჯერებული და მრავალმხრივ ნიჭიერი ქალბატონი, რომელიც დიზაინერის მთავარი მუზაა.
სუნამოს ფლაკონი, ულტრა-სასურველი, გაბედული დიზაინი. მის დიზაინში პაკო რაბანის სტილის მთავარი კოდია წარმოჩენილი. ფლაკონი ერთგვარი ძვირფასი სამკაულია, რომელიც 1969 წლის ჩანთის და საკულტო კაბის შთაგონებით შეიქმნა. ვინაიდან, FAME-ის ფლაკონი ქალია! ის მეტალისაა, დიზაინერის მიერ გამოყენებული მასალების ხელწერით, მისთვის კაბა შეიქმნა, სხვადასხვა სამკაულები, პირსინგები, სათვალე, რომელსაც კატის თვალების ფორმა აქვს და ნამდვილი ვარსკვლავების განუყოფელი აქსესუარია.
როდესაც შენს სუნამოს ჰქვია FAME, ის აუცილებლად აბსოლუტური ვარსკვლავია. ახალი მძაფრი ხედვა ქალურობის გამოსახატად. ფუფუნების ავანგარდული კვინტესენცია. სუპერ-ინოვაციური კომპოზიცია, რომელიც შექმნილია ძვირფასი ინგრედიენტებით და მდგრადი ფორმულით. ასხივებს მხიარულებას, სიტკბოს, სიამოვნებას და გაბედულ სენსუალურობას.
90%-ით ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული სუნამო, რომელიც შექმნილია გრასში, უძვირფასესი ინგრედიენტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც სხვადასხვა კომპონენტების შერევას და შეთავსებადობას გულისხმობს.
სუნამოში გამოყენებულია ისეთი ინგრედიენტების ერთობლიობა, რომლებიც აქამდე არცერთ სუნამოში არ გამოუყენებიათ: ახლად დამწიფებული, წვნიანი მანგო, დელიკატური, ჰაეროვანი და გამორჩეულად ნაზი ჟასმინი, მგრძნობიარე, მომაჯადოებელი კრემოვანი საკმეველი.
სწორედ საკმეველია ის ინგრედიენტი, რომელიც FAME-ს პაკო რაბანის ნამდვილ გამოხატულებად აქცევს. Dora Baghriche, რომლის იდეაც არომატში საკმევლის გამოყენება იყო, ასე განმარტავს მას:
„ მისი კაშკაშა, ცხარე სიგრილით, საკმეველი ნამდვილ Paco Rabanne-ს გამოხატავს. ეს მისი ოლფაქტორული ხელწერაა. ახალი და განსხვავებული ეფექტის მოსახდენად, ავირჩიე სამი სახის საკმეველი, რომლებიც გარემოცულნი არიან მომაჯადოებელი ვანილის და სანდალის მერქნოვანი სითბოთი. იმისათვის, რომ სურნელი გამხდარიყო უფრო ქალური, დავუმატეთ კრემოვანი საკმეველის აკორდი, რომელსაც ხაზს უსვამს მანათობელი ჟასმინის ნაზი სურნელი. ამ ყველაფერს დავურთეთ მხიარულების დღესასწაული, გემრიელი, ფერადი და წვნიანი მანგო. შედეგად კი, მივიღეთ პირველი თანამედროვე სურნელოვანი საკმეველი ქალბატონებისთვის, რომელიც შექმნილია კონტრასტებისა და მგრძნობიარე ელემენტების ერთობლიობით. ერთიანობაში სურნელი, ხაზს უსვამს PACO RABANNE-ის ქალის მხიარულ, ნათელ და თავისუფალ ხასიათს.
საბოლოო შედეგი ნამდვილად ახალი სიტყაა პარფიუმერიაში, ვინაიდან ის პირველი კრემოვანი საკმეველია ქალბატონებისთვის. არომატი ისეთივე მოულოდნელი და წარმოუდგენელია, როგორც პაკო რაბანის ქალის წარსული, აწმყო და მომავალი. რადგან FAME არ ნიშნავს მხოლოდ ცნობადს. ის გრძნობებია, ემოციები, ის შენი არომატია.“
Discussion about this post