ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას სამ ვარიანტს განიხილავს. აქედან ორი ვარიანტი რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას გულისხმობს ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, ოთხშაბათს პრეზიდენტ ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრის ცენტრალური თემა ტერიტორიების განთავისუფლების მიზნით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო თუმცა, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა კონფლიქტის შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების გზები და ხედვები ამ პროცესის წარმართვის.
“ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა გაერკვია ზელენსკის შეხედულებები დიპლომატიისთან დაკავშირებით. სად არის ის და რა სჭირდება მას იმისთვის, რომ კიევი მაქსიმალურად მყარ პოზიციებზე იყოს გადამწყვეტი მოლაპარაკებების დროს, რათა დავაჩქარდეს საკითხი და გაჩნდეს გზა მოლაპარაკებების მაგიდისთან მისასვლელად “, განუცხადა Washington Post-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ოფიციალურმა პირმა თეთრი სახლიდან ამერიკულ გამოცემას დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინას თავზე მოახვიოს თავისი ხედვა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და კიევი ამ საკითხში თანხმდებიანარიან.
არსებობს სამი განსხვავებული მოდელი, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი მოლაპარაკებით და როგორ შეიძლება გამოიყირებოდეს საბოლოო შედეგი. თითოეულ ვერსია ჰყავს თავისი მხარდამჭერები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პირველი მოდელი გულისხმობს რუსეთის გაყვანას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, როგორც ამას ოფიციალური კიევი ამტკიცებს. მეორე მოდელი არის დაბრუნება “2014 წლის ხაზებზე”. მესამე მოდელი არის რუსეთის ფედერაციის გაყვანა ყველა ტერიტორიიდან ყირიმის გარდა.
„ზელენსკიმ ნათლად აჩვენა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ბოლო ორ ვარიანტს და აღნიშნა, რომ მშვიდობა შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტები უკან დაიხევენ მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პირისპირ შეხვედრისას ბაიდენმა ზელენსკის აზრი სთხოვა, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო მოწესრიგება. თუმცა, თეთრი სახლი აღიარებს, რომ ახლა ეს არის “ერთგვარი აკადემიური დისკუსია”, რადგან რუსეთი არ იჩენს ინტერესს მოლაპარაკებების მიმართ.
21 დეკემბერს, ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტით ეწვია აშშ-ს. ვაშინგტონში მოგზაურობის დროს უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკება გამართა ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან და სიტყვით მიმართა კონგრესის დეპუტატებს.
თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადების დრო უკრაინელი სტუმრის ვიზიტს დაემთხვა. სხვა საკითხებთან ერთად, მასში შედიოდა პატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემები.
ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობამ კრემლში უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მიაჩნიათ, რომ კიევსა და ვაშინგტონს არ სურთ „რუსეთის შეშფოთების მოსმენა“.
Discussion about this post