ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, თიბისის და თბილღვინოს მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას. ამ საფინანსო ორგანიზაციების ნდობითა და ხელშეწყობით თბილღვინოს შემდგომი განვითარებისთვის გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ თბილღვინოსა და თიბისის თანამშრომლობა 22 წელს ითვლის. ზემოთ ხსენებული შეთანხმება კომპანიის მხრიდან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, 2011 და 2013 წლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული დაფინანსებით მხარი დაუჭირა მისი კაპიტალის ზრდას.
„თბილღვინოს“ გადაწვეტილებით, აპრილიდან კომპანიამ რუსეთში გადატვირთვები შეაჩერა. ამის საპირწონედ კი, მაქსიმალური რესურსი ჩადო სტრატეგიულ ბაზრებზე პოზიციონირებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში. აღნიშნული მხარდაჭერა კომპანიას და მის პროდუქტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
დაფინანსება მოხმარდება 3 კონკრეტულ მიმართულებას:
პროექტის ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მეთოდით აშენებული უნიკალური არქიტექტურის საქვევრე მეურნეობა EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მდგრად განვითარებას გააერთიანებს. მეურნეობის ქვევრებში ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო დამზადდება. აქვე განთავსდება სტუმრების მისაღები სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი გაზრდილ წარმადობას და ენერგო ეფექტურობას უზრუნველყოფს. „თბილღვინოს“ საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საწარმოო აღჭურვილობა, საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობა იქნება.
მესამე მიმართულება კი, კომპანიამ 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ავითარებს – ვენახების მაღალი სტანდარტებით გაშენება და ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშების მოყვანა.
„პირველი ვენახი 2013 წელს გავაშენეთ, დღეისთვის კი საკუთარი ვენახები (405 ჰა) განთავსებულია კახეთის საუკეთესო მიკროზონებში, ქინძმარაულში, მუკუზანსა და წინანდალში. 2023-ში ჩვენი ვენახებიდან მოწეული ყურძნით ისეთი საინტერესო ღვინოების წარმოებას ვაპირებთ, როგორიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი. მოხარული ვართ, რომ სამომავლო პროექტებით კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოვუტანთ ქართულ ღვინოს და ღირსეულად განვაგრძობთ ღვინის 8000-წლიან ტრადიციას.“, – ამბობს კომპანიის დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.
Discussion about this post