ევროზონის ბიუჯეტის დეფიციტი მკვეთრად გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ენერგო მატარებლებზე მკვეთრად გაზრდილი ფასებიის გამო, ევროზონის მთავრობები იძულებულები გახდნენ დარგის სუფსიდირება მოეხდინათ. რისთვისაც დამატებითი თანხების მობილიზაცია გახდა საჭირო. წერს Financial Times ევროტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშზე დაყრდნობით.
ამრიგად, 2022 წლის მესამე კვარტალში ევროზონის ბიუჯეტი დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3,3%-მდე გაიზარდა.
„ენერგო პროდუქტებზე მაღალი ფასების მიერ გამოწვეული შედეგების შერბილებისთვის მიღებულმა ზომებმა ბიუჯეტის დავალიანების გაზრდა გამოიწვია. პიკი 2022 მესამე კვარტალში დაფიქსირდა“, – ნათქვამია ევროსტატის მონაცემებში.
ევროპის საბითუმო ბაზრებზე გაზის ფასებმა აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებლს მიახწია. რამაც ოქტომბერში ენერგეტიკული ინფლაცია 41,5%-მდე გაზარდა.
ევროზონის სახელმწიფოთა მთავრობები იძულებული გახდნენ მიეღოთ საპასუხო ზომები, მათ დაიწყეს საწვავის გაყიდვაზე დაწესებული გადასახადის შემცირება და საბოლოოდ დარგის სუბსიდიება მოუწიათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანათ ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. ენერგო პროდუქტების რეალიზაციაზე დაწსესბული სუფსიდირებით მოხერხდა ვეროზონაში მოქმედი კომპანიებზე სერიოზული წნეხის მოხსნა.
„გერმანიაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებით მეტად მოუწიათ სუბსიდირება. ამის გამო, 2022 წლის მესამე კვარტალში, საბიუჯეტო დეფიციტი 1,1%-დან 3,8%-მდე გაიზარდა.
Discussion about this post