ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომის შემდეგი ეტაპის მზადყოფნისთვის თანამედროვე დასავლური ტანკები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. მისი თქმით, ნატოს მოკავშირე ქვეყნებმა უკვე გადასცეს და კიდევ დაჰპირდნენ მძიმე ტექნიკის გადაცემას. ამას დიდი წვლილი შეაქვს უკრაინის არმიის პოტენციალის გაზრდაში.
ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა ბერლინში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გამოეხმაურა ბერლინის გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც გერმანია არ დათანხმდა უკრაინისთვის მძიმე ტანკების მიწოდებას რის გამოც პოლონეთი გაღიზიანება და, მოკავშირეები იმედგაცრუება გამოიწვია.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია თავს არ გრძნობს იზოლირებულად ნატოში. წევრი ქვეყნების მიერ მიღწეული კონსენსუსის მიღწევის შემთხვავაში გერმანია მზად არი, სწრაფად იმოქმედოს რათა დროულად გაიცეს ნებართვა უკრაინაში გერმანული მძიმე ტექნიკის გაგზავნაზემინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
“ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და თანამედროვე იარაღის სისტემები, რათა მან შეძლოს ტერიტორიის დაბრუნება და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ტანკებზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „ლეოპარდების“ მიწოდებაზე მოლაპარაკებები ალიანსის საერთო პოლიტიკის ფორმირების „ბუნებრივი ნაწილია“.
უკვე რამდენიმე თვეა, მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის თანამედროვე გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკების გაგზავნაზე – მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ევროპაში ტანკები არსებობს. გერმანული კანონები და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თავშეკავებული (ბევრის აზრით, ზედმეტად) პოზიცია ერევა.
ლეოპარდები დამზადებულია გერმანიაში და მათი გადაყვანა ერთი ქვეყნიდან მეორეში გერმანიის მთავრობის თანხმობას მოითხოვს.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ასევე სკეპტიკურად უყურებს გერმანიის მონაწილეობას სამხედრო კონფლიქტებში. ბერლინს ეშინია მოსკოვის ახალი ესკალაციის პროვოცირების, თუმცა ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის.
დღემდე მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა დადო მტკიცე დაპირება უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამედროვე ტანკებით მიწოდების შესახებ, საუბარია 14 Challenger მიწოდებას. ორშაბათს კი პოლონეთმა მიმართა ბერლინს ოფიციალური მოთხოვნით ნებართვის მისაღებად 14 ლეოპარდის უკრაინაში გადაცემის შესახებ.
„ტანკები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – ახალი შეტევების მოსაგერიებლად და იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს დაიბრუნოს თავისი ტერიტორია, გაიმარჯვოს და დარჩეს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს ტანკები. ახლა საჭიროა უფრო მძიმე და უფრო თანამედროვე იარაღი და მოკავშირეებმა უკვე გამოაცხადეს რომ მზად არიან ამისთვის”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა
გენერალურმა მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინამ ომის წინა ეტაპებზე ნატოს აღმოსავნენლი წევრებისგან მიიღო მოდერნიზებული საბჭოთა ტანკები.
“თუ ყველაფერს ერთად მოვუყრით, ეს არის უზარმაზარი დამატებითი წვლილი უკრაინის დაცვაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური, რადგან რუსეთი ამზადებს ახალ შეტევებს და უკრაინა მზად უნდა იყოს სწრაფად მოიგერიოს ისინი და დააბრუნოს თავისი ტერიტორია.” – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აქტიურად იწყებს ძალების გადაჯგუფებას და ომის მესამე ფაზისთვის აქტიურად ემზადება.
Discussion about this post