სრულდება პროცესი რომლის შედეგადაც ბრიტანეთის მთავრობა უკრაინულ ფონდს 2,3 მილიარდ ფუნტს გადასცემს. ეს თანხა რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის და ის საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვით მიიღო. თანხა ოლიგარქის ანგარიშზე დევს რომელიც დასავლეთის ქვეყნების და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. უკრაინული ფონდისთვის თანხის გადაცემაზე საბოლოო თანხმობა ევროკავშირმა უნდა გაოთქვას. წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph.
„ეს უზარმაზარი თანხა ისტორიაში ყველაზე დიდი საქველმოქმედო შემოწირულობა იქნება ომის მსხვერპლთათვის. თანხა შესაძლოა რამდენიმე კვირაში გადაირიცხოს უკრაინულ ფონდში, ამ ეტაპზე არსებულ ფონდს სახელიც კი არ აქვს.
ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩის მილიარდები უკვე რვა თვეა მის სანქცირებულ ანგარიშზე ინახება. ფონდი რომელშიც ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს საქველმოქმედო კომისიის დამტკიცების მოლოდინშია. მათ ასევე ევროპიდან საბოლოო მწვანე შუქი სჭირდებათ, რადგან აბრამოვიჩი ევროპულ სანქციებს ექვემდებარება“, – წერს ბრიტანული გაზეთი.
როგორც ცნობილია, უკრაინულ საქველმოქმედო ფონდს გაერთიანებული სამეფოს UNICEF-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება აბრამოვიჩთან შეთანხმებით გასული წლის მაისში მიიღეს. მაშინ აბრამოვიჩსა და საფეხბურთო კლუბის ამჟამინდელი მფლობელის ტოდ ბოელის შორის შეთანხმება მოხდა, რის შედეგადაც “ჩელსი” ამერიკულ კონსორციუმს გადაეცა. მაიკ პენროუზი უკრაინის მთავრობასთან მუდმივ კონტაქტშია. მან 2022 წელს გარკვეული დრო უკრაინაში გაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ორ კვირაში ფონდი დაკომპლექტდება მართველი საბჭოს წევრებით და მოქმედების გეგმის პრიორიტეტებს დაამტკიცებს.
“ზოგიერთი „საერთაშორისოდ ცნობილი სახე“ სავარაუდოთ ზოგიერთი ბიზნეს და საერთაშორისო ორგანოში მოქმედი ლიდერი, იმუშავებს ახლადშექმნილ საბჭოში. გასულ წელს თანხაც გამოიყო იმისთვის, რომ უკრაინული ფონდის ხელმძღვანელს მაიკ პენროუზს ფონდისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად დაექირავებინა გამოცდილი იურისტები და ფილანტროპი”- წერს ბრიტანული გამზეთი.
უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად არსებული სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, უკრაინული ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ უნდა დააკმაყოფილონ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე სამედიცინო მომსახურეობისთვის საჭირო პრეპარატებზე და ინვენტარზე არსებული მოთხოვნა. ასევე აუცილებელია “კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორიცაა საკვების მიწოდება, ძირითადი სერვისები და, რაც მთავარია, განათლება, ასევე სამედიცინო დახმარება.”-განცხადადა ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას ფონდის ხელმძღვნელმა,
Discussion about this post