ექსპერტების თქმით, რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში უკრაინა მსოფლიოს ერთ -ერთ უდიდეს დანაღმულ ველად გადაიქცა. უკრაინის ხელისუფლება ამ პრობლემის წინაშე 2014 წელს აღმოჩნდა, მაშინ როდესაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებები დაიწყო. თუმცა, ახლა მან გაცილებით უფრო დიდ მაშტაბებს მიაღწია, იტყობინება ამერიკის ხმა.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ პრობლემას, როგორც ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგს ისე განიხილავენ. ნიუ-იორკში უცხოელი კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელმა სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროში მაიკლ ტირრმა ისაუბრა.
”განაღმითი სამუშაოების დაწყება ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის წინაშეც უკრაინა დგას”, – ამბობს მაიკლ ტირერი. – ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის 174 ათასი კვადრატული კილომეტრი, ანუ უკრაინის თითქმის მესამედი, დანაღმულია. ეს არის ის პრობლემა, რომელიც უკრაინას ათწლეულების განმავლობაში ექნება. ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული მსხვერპლის შესახებ, რომელიც რუსული ჯარებისგან განთავისუფლებულ ტეიტორიებზე მოხდა.”
მომდევნო წელს, რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებულ რაიონებში განაღმითი სამუშაოებეის ჩასატარებლად აშშ -ს მთავრობა 91,5 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. მაიკო ტირრის თქმით, დახმარების ნაწილი უკვე მიმართულია მოქმედი პროექტების დასაფინანსებლად. განაღმითი სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას აშშ-ს გარდა სხვა ქვეყნებიც გამოყოფენ.
არაკომერციული ორგანიზაცია Halo Trust, 2014 წლიდან ეხმარება უკრაინელებს განაღმითი სამუშაოების ჩატარებაში. თუმცა, ახლა უფრო და უფრო ხშირად მათ ნაღმების გარდა აუფეთქებელი ჭურვებსის გაუვნებელყოფაც უწევთ.
”ტრადიციულად ნაღმები თავდაცვითი იარაღია”, – განმარტავს Halo Trust – ის დირექტორი კრის უოტლი. – იმის გამო, რომ ბოლო თვეებში რუსეთის საუკუპაციო ჯარებს დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევა უწევთ დანაღმული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება. ამავდროულად, ოკუპანტების მიერ შემუშავებული ახალი ტაკტიკის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული დანაყოფები მასიურ საარტილერიო დაბომბვევბს აწარმოებენ რაც უფრო მეტად ზრდის მიწაში ჩაფლული აუფეთქებელი ჭურვების რაოდენობას. ”
ნაღმებით და აუფეთქებელი ჭურვებისგან დაფარული უკრაინული მინდვრები შესაძლოა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემად იქცეს. უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა. ის სავარგულები რომლებზეც მარცვლეულის მოყვანა ხდება ნაღმებითა და აუფეთქებელი ჭურვებით არის სავსე. ასეთ პირობებში სახნავი მიწის სრულად გამოყენება ვერ მოხდება.
”ახლა უკრაინა მსოფლიოს ერთ -ერთ უდიდეს დანაღმულ ველად გადაიქცა. ამის გამო შეიძლება მრავალი ადამინაი მოკვდეს ან დაზიანებები მიიღოს. ეს პრობლემა გავლენას იქონიებს უკრაინის ეკონომიკაზ და საკვების მსოფლიო მარაგზეც. სავარაუდო შეფასებების თანახმად, თუ არ ვცდები, უკრაინაში სასოფლო -სამეურნეო მიწების 10 პროცენტი ამჟამად დანაღმულია, ” – თქვა მიტზი პერდიუმ.
Discussion about this post