მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წამყვანი ჯგუფი Accor და დეველოპერული კომპანია Fujin Silk Properties ხელს აწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო ბენდის „იბისი“ (Ibis) კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება.
,,სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელი მოვაწერეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ,,იბისის’’ სახელით ახალი სასტუმროს მშენებლობას. სასტუმრო გაიხსნება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბში – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. დარწმუნებულები ვართ, რომ აეროპორტის „იბისი“ ტურისტებისათვის, საქმიანი მიზნით მოგზაურებისთვის თუ ტრანზიტული მგზავრებისათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.
კომფორტული ონლაინ რეგისტრაცია, მყუდრო გარემო და რაც მთავარია, მისაღები ფასები ხელსაყრელი შეთავაზებაა როგორც მოკლეხნიანი ვიზიტორებისთვის, ასევე ტრანზიტული მგზავრებისთვის“ – ამბობს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი.
,,იბისი’’ განთავსდება ახლადგანაშენიანებულ ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთით ფეხით სავალ მანძილზე, რკინიგზისა და ავტობუსის გაჩერებების მახლობლად. სასტუმროს ძალზედ მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.
ამასთან, საქართველო სახელგანთქმულია გამორჩეული კულინარიული ტრადიციებით. ეს კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რაც ასე იზიდავს გასტრონომიული შთაბეჭდილებების მოყვარულებს.
საქართველო ერთ-ერთი უძველესი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ღვინის წარმოება 8000 წელს ითვლის.
2022 წელს, National Geographic Travel-მა თბილისი შეიყვანა ახალ ტურისტულ გზამკვლევში ,,100 საუკეთესო ქალაქი, რომელსაც უნდა ესტუმრო’’.
სასტუმრო „იბისის“ მშენებლობაში მრავალი ჯილდოს მფლობელი ფრანგი არქიტექტორის ჩართულობა, ,,არტ სტუდიოს’’ ადგილობრივ გუნდთან ერთად, მყარი გარანტიაა, რომ პროექტი განსაკუთრებული ხელწერით შესრულდება. ,,ეს იქნება პირველი ნაბიჯი ტერიტორიის ურბანული ტრანსფორმაციისათვის, რადგან იგი საფუძველს ჩაუყრის თბილისის აეროპორტის ტერიტორიის შემდგომ განვითარებას’’, აცხადებს კლემო ბლანშე, ფრანგი არქიტექტორი.
სასტუმროში განთავსდება 72 კომფორტული ნომერი და იქნება ,,იბისის’’ ბრენდის ‘’Plaza’’-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი.
საცხოვრებლის სტილის თემატიკის ეფექტს, კიდევ უფრო გააძლიერებს ხისა და ლითონის მკვეთრი ელემენტები. თითოეულ ოთახში, სტუმრებს დახვდებათ ყველაფერი კომფორტული ვიზიტისთვის, მათ შორის: სამუშაო ადგილი, Sweet Bed საწოლი და რა თქმა უნდა, უფასო წვდომა უკაბელო ინტერნეტზე.
ახალი „იბისი“-ს სასტუმროს რესტორანში შესაძლებელი იქნება გვიან საუზმის სერვისის მიღებაც. ღია სივრცეში მოწყობილი ლობი და ცენტრალური ბარი, სტუმრებს თავშეყრისა და განტვირთვის საშუალებას მისცემთ.
სასტუმროში განთავსდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრი, შეხვედრების ოთახები და ქართული ღვინის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი შერჩეული კოლექცია, საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლიან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს.
“ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ შევქმნათ სრულიად ახალი სამოგზაურო და გასართობი ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ,,იბისი’’ იქნება პირველი ნაბიჯი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გეგმებისაკენ. პროექტის შემდგომი ეტაპი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 000 კვ. მ. ფართობის განაშენიანებას, რაც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის მარშრუტის მნიშვნელობის დაბრუნებას.
„დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მუდმივი მხარდაჭერისა და დაფასებისათვის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხორციელება.“ ამბობს Fujin Silk Properties-ს აღმასრულებელი დირექტორი.
###
Accor-ის შესახებ
სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი ჯგუფი Accor მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5300 უძრავ ქონებასა და 10 000 კვების ობიექტს აერთიანებს. ის ფლობს და ოპერირებას უწევს 40-ზე მეტ როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო და ბიუჯეტურ სეგმენტზე გათვლილ სასტუმროს ბრენდებს. ამასთან, Accor ჯგუფს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სრულად ინტეგრირებული სტუმარმასპინძლობის ეკოსისტემები.
ჯგუფის სასტუმროებში შედის გართობისა და ღამის ცხოვრების ობიექტები, რესტორნები და ბარები, ბრენდის ქვეშ მყოფი კერძო საცხოვრებლები და ასე შემდეგ.
Accor ჯგუფი უკონკურენტოა ე.წ. lifestyle სტუმარმასპინძლობაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია და მას მართავს Ennismore-ის ერთობლივი საწარმო, სადაც Accor-ი აქციათა დიდი წილის მფლობელია. Ennismore არის კრეატიული კომპანია, სადაც გლობალურ დონეზე გაერთიანებულია სამეწარმეო და დამფუძნებლების მიერ შექმნილი ბრენდები. Accor ასევე გამორჩეულია სახასიათო ბრენდების უკონკურენტო პორტფელით და მსოფლიოს მასშტაბით 230 000 წევრისაგან შემდგარი გუნდით. ჯგუფი ორიენტირებულია, რომ პოზიტიური ქმედებები განახორციელოს ბიზნეს ეთიკის ამაღლების, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ტურიზმის, გარემოს მდგრადობის, საზოგადოების ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მიმართულებით. კომპანია Accor SA 1967 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი საფრანგეთში მდებარეობს, ხოლო მისი აქციები განთავსებულია პარიზის საფონდო ბირჟაზე Euonext (ISIN code: FR0000120404) და აშშ-ში, OTC Market-ზე (Ticker: ACCYY). group.accor.com.
Fujin Silk Properties-ის შესახებ
Fujin Silk Properties არის დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარი მიმართულება სტუმარმასპინძლობის სფეროა. მის პორტფელში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია.
კომპანია ერთგვარი გადაკვეთის წერტილია, რომელიც აღმოსავლეთის ინვესტიციებს დასავლეთთან აკავშირებს. ევროპელი და ჩინელი ინვესტორების მოზიდვით, მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის მასშტაბით, სტუმარმასპინძლობის ბაზრის განვითარებაში.
ამას გარდა, კომპანიას გააჩნია უნიკალური გამოცდილება, კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, რაც მას დამსახურებულად სანდო და საიმედო საინვესტიციო პარტნიორის რეპუტაციას უქმნის.
საკონტაქტო პირი:
ეკატერინა ნადეევა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – Accor New East Europe
Ekaterina.Nadeeva@accor.com
Discussion about this post