ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების მცდელობის გავლენა რუსეთის უსაფრთხოების სისტემაზე. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 5 ივლისის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა ორი რუსი გენერლის – სერგეი სუროვიკინისა და იუნუს-ბეკ ევკუროვის საჯარო სივრციდან გაუჩინარებაზე.
როგორც დაზვერვაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სუროვიკინი არ გამოჩენილა საზოგადოებაში “ვაგნერიტების” აჯანყების შემდეგ. რც შეეხება იუნუს-ბეკევკუროვს, ის არ იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრაზე, რომელიც 3 ივლისს გაიმართა და ტელევიზიით გადაიცემებოდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ სუროვიკინის დაკავების ფაქტს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ის შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი ვაგნერთან ხანგრძლივი კავშირების გამო.
ბრიტანული დაზვერვა სუროვიკინს რუსეთის არმიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ოფიცერს უწოდებს. ბრიტანელების აზრით, სუროვიკინის წინააღმდეგ ნებისმიერი ოფიციალური სანქციების დაწესება, რუსულ არმიაში სავარაუდოდ, განხეთქილებას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს, კერძო სამხედრო კომპანიის Wagner-ის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაიწყო და შემდეგ გააუქმა აჯანყება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკის გამო.
ქალების საყოველთაო სამშობიარო მობილიზაცია რუსეთში
არა, ქალებს ჯერ არ აგზავნიან მასობრივად უჰლედართან განლაგებულ მოიერიშე ბატალიონებში (თუმცა, "ვაჟნიე ისტორიის" მიხედვით, პატიმარი ქალები უკვე შენიშნეს რუსეთის თავდაცვის...
Read more
Discussion about this post