გამორჩეული არქიტექტურული დიზაინი, ურბანული დასახლებისთვის უჩვეულოდ მრავალფეროვანი სარეკრეაციო სივრცეები, გამოხატული სხვადასხვა სიმაღლეზე გაშლილი ტერასებით, კომერციული და საოფისე ფართები, ეს ყველაფერი ჭავჭავაძის გამზირიდან, სულ რაღაც 100 მ-ში, მთავარ ბიზნეს, საზოგადოებრივ და კომერციულ სივრცეებთან სიახლოვეს მდებარე პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს ,,ვაკე რეზიდენსს’’ აერთიანებს.
პროექტის დაგეგმარებისას, მთავარი ამოცანა იყო მობინადრეებისთვის ყველანაირი პირობა შექმნილიყო იმისთვის, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბანშიც კი, შესაძლებელი გამხდარიყო კომპლექსიდან გაუსვლელად დასვენება და განტვირთვა. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი სარეკრეაციო და სარელაქსაციო სივრცეებზე გაკეთდა. სართულებშორის ტერასებიდან, რომელიც შენობის მე-10, მე-11 სართულების ნიშნულზე მდებარეობს, პანორამული ხედები იშლება ერთის მხრივ ვაკის ცენტრალური ნაწილისკენ, მეორეს მხრივ კი, მზიურის პარკისკენ. აღნიშნული სივრცე ჯამში 4 000 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც მოეწყობა მოსასვენებელი, გასართობი და სავარჯიშო კუთხეები, სარბენი ბილიკი და ყველანაირი ტიპის სხვა ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში იგრძნოს, მჭიდროდ დასახლებულ უბანშიც კი.
საერთო მოხმარების ტერასების გარდა, პროექტში გათვალისწინებულია საკუთარი ეზო-ტერასები პენტჰაუსებისთვის. რაც მობინადრეებს მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეც კი, საკუთარ სახლში ცხოვრების განცდას ანიჭებს და ამავდროულად საშუალებას აძლევს ისარგებლონ მთელი რიგი უპირატესობებით, რაც მრავალფუნქციურ კომპლექსს თან ახლავს.
არასტანდარტულ სარეკრეაციო სივრცეებთან ერთად, კომპლექსი მოიცავს 3 000კვ.მ დახურულ გამწვანებულ ეზოს, ასევე 600 მანქანაზე გათვლილ 3 დონიან ავტოსადგომს, რომელიც აღჭურვილი იქნება იტალიური ბრენდის დამტენებით ელექტრომობილებისთვის.
სულ ახლახანს გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია ,,იკმა ჯორჯიასთან“, რომლის დახმარებითაც, კომპლექსში 26 ერთეული KONE-ს ბრენდის ლიფტი დამონტაჟდეს. მოგეხსენებათ KONE ფინური წარმოშობის ბრენდია და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტებით და დახვეწილი, ინდივიდუალური დიზაინით.
მობინადრეების კომფორტზე ზრუნვასთან ერთად, „გუმბათი ჰოლდინგი“-სთვის პრიორიტეტი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამისთვის კომპანია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალას იყენებს. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციის მშენებლობის დაწყებამდე საქართველოში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული სეისმოლოგიური მედეგობის სტანდარტი იქნა გათვალისწინებული, ამასთან ერთად კი კომპანიამ დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნაც მოამზადა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტი სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნების უმრავლესობას, რაც დღეისთვის აქტუალურია საზოგადოებაში, შესაბამისად ,,ვაკე რეზიდენსის“ ძირითად სეგმენტს ის ადამიანები წარმოადგენენ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი, კომფორტი და დრო. ადამიანები, რომელთაც სურთ იცხოვრონ ცენტრალურ უბნებში და ასევე ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო, მათთვის მნიშვნელოვანი მომსახურება, სწორედ ამიტომ, უპირატესობას მრავალფუნქციურ კომპლექსებს ანიჭებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ მომხმარებლების ძალიან დიდი წილი ,,ვაკე რეზიდენსში“ ბინის შეძენას როგორც მომგებიან ინვესტიციას ისე განიხილავს, ვინაიდან უძრავ ქონებაზე და განსაკუთრებით კი, მრავალფუნქციურ კომპლექსებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შეძენით დაინტერესებულმა პირებმა იციან რომ აქ ბინის შეძენის შემთხვევაში, თუნდაც 1 წლის შემდეგ და მით უფრო, კომპლექსის დასრულებისას, მას გაცილებით მაღალი ღირებულება ექნება.
პროექტს მოემსახურება მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ასევე დამატებითი უპირატესობაა მათთვის, ვინც მომავალში ბინის გაქირავებას გეგმას.
პროექტის განაშენიანება ჯამში 1 ჰა მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს და ჯამში 100 000 კვადრატული მეტრი უნდა აშენდეს, საინვესტიციო ღირებულება კი, 30 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ამ მომენტისთვის, პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, პირველი, მესამე და მეოთხე ბლოკების მშენებლობა მე-15 სართულებს გაცდა. მიუხედავად კომპლექსის მასშტაბურობისა, სამშენებლო ნაწილი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.
კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 9 წელია საქმიანობს, ამ ხნის განმავლობაში წარმატებით დაასრულა 4 პროექტი და 3 მიმდინარე მშენებლობა აქვს. მათგან ,,ვაკე რეზიდენსი“ ყველაზე მასშტაბური პროექტია და მისი მშენებლობა ,,გუმბათი ჰოლდინგისთვის“ განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი კომპანიის მიერ 2008 წელს შეჩერებული პროექტი, რომლის დასრულებაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ,,გუმბათი ჰოლდინგმა“ აიღო. კომპანიამ 200 დაზარალებულ მობინადრეს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა იგივე ფართები, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ.
Discussion about this post