17 ოქტომბერს, ისი პარიმ რესტორან თეატრში, ჟან პოლ გოწიეს ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, პრესისა და მედიისთვის გაიმართა. მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ. სუნამოს პრეზენტაცია, ნამდვილი ქალღმერთებით იყო შთაგონებული.
“1976 წლიდან, Jean Paul Gaultier-ს მთავარი შთაგონება ქალები არიან, რომელთა ჩაცმა და სრულყოფილებად ქცევა, მისი მთავარი მისია გახდა. თითოეული სამოსი, ერთგვარი დღესასწაულია ქალის უნიკალურობისა და ინდივიდუალურობის გამოსახატად. ვინ არიან Gaultier-ს ქალები? უკლებლივ ყველა ქალი! ისინი, ვინც თავად ადგენენ წესებს და თავად წერენ საკუთარ ისტორიას. რევლუციური? ძლევამოსილი? საუკეთესო!
ქალები, რომლებიც სიამაყით გამოხატავენ საკუთარ თავს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან.” – ამბობს კომპანია ისი პარი-ს კონტენტ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ლინა ქალდანი.
ბრენდის პირველი სუნამოს – Classique შექმნიდან 30 წლის შემდეგ, მცოდნეებმა, შესაძლოა თქვან, რომ Jean Paul Gaultier-მ პირველი არომატის მემკვიდრეობით, შექმნა ქალურობის თანამედროვე და ახალი ვერსია: მრავალფეროვანი, მგრძნობიარე, თავისუფალი, უფრო საჭირო, ვიდრე ოდესმე. ღვთაებრივად ქალური. Divine – ღვთაებრივი!
“იყავი საკუთარი თავი! მაგრამ არა ასე!” საზოგადოება, ოდითგანვე მოუწოდებდა ქალებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და როგორები ყოფილიყვნენ.
თუმცა Gaultier Divine-ს ქალბატონები, სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ისინი თამამად გამოხატავენ საკუთარ თავს, ქალურობას, განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას. ისინი ამსხვრევენ ყოველგვარ კლიშეებს და ფარგლების გარეშე ცხოვრობენ. მათთვის მუდამ უნიკალურობის დღესასწაულია. სექსუალურები, მეამბოხეები, ადამიანურები, ხვთაებრვიები; ერთ კორსეტში, გაერთიანებულია ქალღმერთების სუნთქვა და სხვა უამრავი უნიკალური თვისებები.
DIVINE, მარილიანი კოცნა…
ეს გახლავთ ამ სრულიად განუმეორებელი, მზიანი სუნამოს წყლის ეფექტი, რომელიც კანთან შეხებისთანავე ვლინდება. ყვავილოვანი და ტკბილი, მარილიანი ზღვის ელემენტებით, რომელიც განუმეორებელმა პარფიუმერმა კვენტინ ბიშმა შექმნა (Quentin Bisch). ვეგანური, ცხოველებზე ტესტირების გარეშე, 90%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები, ღვთაებრივი ფორმულა, რომელიც ამ პერიოდისთვის საუკეთესოა.
ორი აკორდის თხევადი და მგრძნობიარე ურთიერთობა, ყვავილოვანი და გურმანული, გარდამავალი მარილიანი ნოტებით… ჯადოსნური, მზიანი, სანახაობრივი, à la Gaultier, თეთრი ყვავილების თაიგულში გამოვლენილი შროშანის ვნება, რომელსაც იდეალურად ათქვეფილი მერინგეს სიტკბო უერთდება.
უპრეცენდენტო დამოკიდებულება, ზღვიდან მონაბერი ქარის მარილიანი კონტრასტები, რომლთა გურმანული ნოტებიც ჭამის სურვილს აღძრავენ, თითქოს თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ხარ. სიურპრიზებით სავსე, მათრობელა, თვალისმომჭრელი, უბრალოდ ღვთაებრივი – Divine.
ოქროსფერი განაცხადი
საზოგადოება და სოციუმი დიდხანს ცდილობდა, მოდის ჩვენებებზე საცვლების დამალვას, სწორედ Jean-Paul Gaultier იყო პირველი ადამიანი, ვინც სექსუალური კორსეტი პოპულარული კულტურის პროვოკაციულ სიმბოლოდ აქცია. მომნუსხველი, სიმრგვალე, უფრო მეტი სიმრგვალეები… ნებისმიერი ქალისთვის, ვისაც აქვს საკუთარი ხასიათი, Gaultier Divine-ის კორსეტი, ზუსტად ასახავს მათ ამბიციებს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ზომის არიან ისინი! უფრო კონუსური, მაგრამ ყოვეთვის საკულტო, Gaultier Divine-ს კორსეტი აღარ არის დელიკატური ნაწილი, არამედ ძვირფასი სამკაულია, რომელიც ქალური სიძლიერის სიმბოლოა. ის გახლავთ ერთგვარი პატივისცემა ძლიერი ქალებისა და ბრენდის DNA-ს (დნმ) მიმართ. გრაციოზული სხეული, რომელსაც აცვია მეტალის კორსეტი და ხაზს უსვამს ქალის მზიან და მრავალფეროვან ხასიათს.
Discussion about this post