ოქტომბერში, თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმის მომხმარებლებს, საინვესტიციო ანგარიშზე არსებულ თავისუფალ თანხაზე, მოსალოდნელზე მეტი – 3,68% სარგებელი დაერიცხათ. საინვესტიციო ანგარიშის წლიური საპროცენტო სარგებელი (APY) დოლარში საშუალოდ 3%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საინვესტიციო ანგარიშზე თანხის უბრალოდ შენახვის შემთხვევაშიც კი, ყოველ თვე, აშშ დოლარში, საპროცენტო სარგებელს მიიღებ.
თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში ინვესტირების საშუალებას უფასოდ იძლევა. თუმცა, ხელმისაწვდომობასა და სიმარტივესთან ერთად, პლატფორმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი სად გინდა თანხის დაბანდება, ან საინვესტიციოდ უფრო ხელსაყრელ პერიოდს ელოდები, შეგიძლია თანხა საინვესტიციო ანგარიშზე დროებით შეინახო და სანაცვლოდ, ამერიკულ დოლარში 3%-მდე წლიური სარგებელი მიიღო.
თუ ჯერ არ იცი, საიდან დაიწყო ინვესტირება, შეგიძლია თიბისი კაპიტალის გუნდის საინვესტიციო გზამკვლევებს გაეცნო, ამასობაში კი, თანხა საინვესტიციო ანგარიშზე შეინახო, სადაც სარგებელი დაგერიცხება.
გაითვალისწინე, რომ საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია, რაც პირდაპირ კავშირშია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებებთან და საბაზრო ტენდენციებთან. ამასთანავე,ამ ტიპის საპროცენტო სარგებელი მხოლოდ თავისუფლად ხელმისაწვდომ თანხაზე ირიცხება და არა აქტივებში ინვესტირებულ ფულზე.
თიბისის საინვესტიციო პლატფორმა წამყვან ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციასთან- DriveWealth-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ შენს საინვესტიციო ანგარიშზე შეტანილი თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახება, სადაც მასზე პერიოდული საპროცენტო სარგებელი ირიცხება. ამასთან, თავისუფალი თანხა, რომელზეც პროცენტი დაგერიცხება, „ფედერალური დეპოზიტების სადაზღვევო კორპორაციის“ (FDIC) მიერ, $250,000-მდეა გარანტირებული.
3%-მდე სარგებლით, თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა, დაზოგვის ტრადიციული მეთოდების თანამედროვე ალტერნატივაა. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშზე თანხის შეტანა და გამოტანა ძალიან მარტივია. ტრანზაქციებთან დაკავშირებითაც სრული თავისუფლება გაქვს – ნებისმიერ დროს შეგიძლია თანხა გამოიყენო და სასურველი კომპანიების აქციები საკომისიოს გარეშე შეიძინო.
Discussion about this post