დეკემბრის ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სხვა ფაქტორებთან ერთად, საყურადღებოა,რომ მნიშვნელოვანი აღდგენა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა. მთლიანობაში, მაშინროდესაც, მიგრაციის პიკი როგორც ჩანს უკვე გადავლილია, ჯამური წმინდა სავალუტო შემოდინებებიმაინც გაიზარდა, რაც ლარის კურსზეც აისახა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სექტემბერ-ნოემბერშივალუტის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შემდეგ,მართალია მცირე მოცულობით, მაგრამ დეკემბერში სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვა დაფიქსირდა.
ამასთან, ინფლაცია კვლავ შემცირდა და იანვარში ნულოვანი მაჩვენებლით განისაზღვრა. ამ ფონზე,დეკემბერ-იანვარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 1 პპ-ით შერბილდა. თიბისიკაპიტალის საბაზო სცენარი 2024 წლის ბოლოსათვის 8.25-8.50%-ს შეადგენს.
ლარის კურსის კუთხით საყურადღებოა თურქული ლირის დამატებით გაუფასურება. ჩვენიადრინდელი ანალიზის მიხედვით, სუსტი ლირა, თურქეთში ინფლაციის გათვალისწინებით,მართალია მოქმედებს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბალანსის დინამიკაზე, თუმცა ჯამურსავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იკვეთება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უმეტესშემთხვევაში, თურქული პროდუქცია უფრო მეტად კონკურირებს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილიმპორტთან, ვიდრე ადგილობრივ წარმოებასთან. მთლიანობაში, 2 თებერვლის მდგომარეობით,ყველა ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის ვალუტასთან მიმართებით, ლარის საშუალოგაცვლითი კურსი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრომეტად არის გამყარებული.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006164-monthly-macro-update
Discussion about this post