შვედური ბრენდი „ვოლვო“ უკვე საქართველოშია. ის უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტს ქმნის მსოფლიოში და დღეს საქართველოშიც შეგიძლია დაიცვა შენი და შენი გარშემომყოფების უსაფრთხოება.„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს SUV სერიის სრული ასორტიმენტი, ასევე 2019 წლის მოდელები XC40, XC60, XC90 და V90 Cross County.
ვოლვოს ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, „ვოლვოს“ უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ტესტ დრაივზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, მომხმარებელს შეიძლია დარეგისტრირდეს საიტზე www.volvocars.ge ან დარეკოს ნომერზე 2 24 42 42. ამასთანავე „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს.
„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს, მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია გაიყვანოს ვოლვოს სასურველი მოდელის ავტომობილი თიბისი ლიზინგის 0%-იანი თანამონაწილეობით და ამასთანავე გადახდა მოგვიანებით დაიწყოს. აქცია მოქმედებას „ვოლვო საქართველოს“ შოურუმში წარმოდგენილ ყველა მოდელზე.
„ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“ – განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.
„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე – დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
Discussion about this post