საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის 54.83 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.85 მლრდ ლარით, ანუ 3.49 პროცენტით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 885.53 მლნ ლარით, ანუ 3.84 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 965.10 მლნ ლარით, ანუ 3.23 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის 50.95 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.83 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.02 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.91 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 20.47 პროცენტი შეადგინა.
1 არხი
Discussion about this post