წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო)
- გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოს ქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა)
- თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი)
- მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნატალი დარასელია, „სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი)
- რუსუდან ტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L)
- სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- თეიმურაზ დოიაშვილი, “ვარდი ნაწვიმარ სილაში” (ინტელექტი)
- ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა:
- გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო)
- დავით გაბუნია, “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი” (saba.com.ge)
- დალილა გოგია, “მამა” (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი)
- ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი)
- მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე““ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ეკა ქავანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი)
- ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი)
- ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი)
- მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი)
- გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი)
- იაკი კაბე, “მოქალაქე” (ინტელექტი)
- მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი)
- ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
- ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
- თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი)
- ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი)
- ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L)
Discussion about this post