დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი სენატორ მარკო რუბიოს აზრით, „არარეალისტურია“ იმის იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც რუსეთმა დაიკავა. წერს რადიო თავისუფლება
მისი თქმით, კიევს მოუწევს დათმობებზე წასვლა.
„შეუძლებელია, რომ უკრაინამ ამ ხალხს [რუსეთის ჯარებს] უკან დაახევინოს იმ დონემდე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ შეჭრის წინა დღეს,“ განაცხადა რუბიომ 15 იანვარს ასენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
ტრამპმა პირობა დადო, რომ სწრაფად დაასრულებს უკრაინის ომს, რითაც წარმოშვა შიშები, რომ ის კიევს ტერიტორიების დათმობას აიძულებს – ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედს აკონტროლებს.
რუბიომ არ ისაუბრა იმ დეტალებძე, თუ დათმობებზე შეიძლება წავიდეს უკრაინა, მაგრამ კანონმდებლებს უთხრა, რომ უკრაინისთვის სანაცვლოდ შეთავაზებული იქნება ნატოს წევრობა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას დასავლეთისგან ჭიროება უსაფრთხოების გარანტიები, კონკრეტულად კი ნატოს წევრობა. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ხელახალი აგრესია.
მარკო რუბიოს – დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ მომავალ სახელმწიფო მდივანს – 15 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოუსმინა.
ამ ეტაპზე რუსეთი და უკრაინა ცდილობს, მოწინააღმდეგის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიკავოს. რათა შესაძლონ ტრამპის ინიციატივით მოსალოდნელი მოლაპარაკებების წინ პოზიციები გაიუმჯობესონ.
მას შემდეგ, რაც 2023 წელს უკრაინის ჯარების კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა, ინიციატივა რუსეთმა ჩაიგდო ხელში და დღემდე თანმიმდევრულად მიიწევს წინ და უკრაინის ტერიტორიებს იკავებს. რუსეთს ცოტა უკლია დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური კვანძის, პოკროვსკის აღებამდე.
პარარელურად უკრაინამ აგვისტოში განხორციელებული მოულოდნელი წარმატებული ოპერაციის წყალობით რუსეთში კურსკის ოლქი დაიკავა. მოგვიანებით უკრაინულმა სახედრო დანაყოფებმა მნიშვნელოვნად დაიხიეს უკან და დაკავებული ტერიტორიების თითქმის ნახევარი დაკარგეს. ამამჟად პოზიციების გასამტკიცებლად უკრაინელებმა კურსკის ოლქში ფართო მასშტაბის იერიში წამოიწყეს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთხელ აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, და თითქმის 66 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს.
Discussion about this post