საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, Oxfam-ის ახალი კვლევის თანახმად, მილიარდერების ქონება ბოლო ერთ წელიწადში სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ზრდამ, საერთო ჯამში, 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. კვლევაში ნათქვამია, რომ „არისტოკრატული ოლიგარქია“ არნახული მასშტაბით აგროვებს სიმდიდრეს, წერს საზოადოებრივი მაუწყებელი.
ორგანიზაციის ცნობით, დღესდღეობით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1% გლობალური სიმდიდრის 45%-ს ფლობს, იმ დროს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის 44% დღიურად 6.85 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოსალოდნელია ტრილიონერების გამოჩენაც, რამდენადაც 10 უმდიდრესი მილიარდერის ქონება ბოლო 10 წლის განმავლობაში დღიურად, საშუალოდ, 100 მილიონი დოლარით იზრდებოდა.
Discussion about this post