დონალდ ტრამპი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება, იმ შემთხვავაში თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული და უკრაინაში ომი არ დასრულდება. ტრამპის მცდელობის მიუხედავად, სავარაუდოდ, რუსეთი უყურადღებოდ დატოვებს ამერიკის პრეზიდენტის ამ გაფრთხილებას, წერს Associated Press (AP).
ოთხშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი დაემუქრა რუსეთს „მაღალი გადასახადების და სანქციების დაწესებით ყველაფერზე რასაც ის შეერთებულ შტატებში გაყიდის“.
რეალობა კი ის არის, რომ ტრამპი იმუქრება, აშშ-ში რსეთის იმპორტის დაბლოკავს რომელიც არსებითად არარსებობს. როგორც ასოშეიდენ პრესი იუწყება, ამირიკა რუსეთიდან მცირე რაოდენობის სასუქებს, ცხოველების საკვებს, არაორგანული მასალებს და სხვა პროდუქტებს ყიდულობს, შესაბამისად რუსეთს არც არაფერი აქვს დასაკარგი.
2024 წელს რუსეთიდან აშშ-ში მთლიანი იმპორტი 2,8 მილიარდი დოლარი იყო, რაც უმნიშვნელო თანხაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების მქონე ქვეყანა მსოფლიოში.
როგორც UNIAN წერდა, ტრამპის სამშვიდობო გეგმა, დიდი ალბათობით, უკრაინის მხრიდან რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიულ დათმობებს თვალისწინებს. ამის სანაცვლოდ კი კიევი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. თუმცა, იმისათვის, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარები უნდა განთავსდეს.
Discussion about this post