რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების გეგმა შესაძლოა მინხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 14-16 თებერვალს იქნეს წარდგენილი, ამის შესახებ ბლმბერგზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლება.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგმა, თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ტრამპის გუნდს აქვს მყარი გეგმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია თვეების და არა წლების განმავლობაში.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეებს, რომელთაც ანონიმურად დარჩენა სურდათ, არ დაუკონკრეტებიათ, რამდენად დეტალური იქნება და რა ფორმატში მოხდება ამ გეგმის განხილვა.
Bloomberg-ის, ცნობით, აშშ-ის გეგმას კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებას მოიცავს. თავად უკრაინის სახელმწიფოს და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უზრუნველყოფას უსაფრთხოების გარანტიებით. ამ ეტაპზე ჯერ დაზუსტებული არ არის, თუ როგორი იქნება ეს გარანტიები.
Discussion about this post