?????????????????????????????????????????????????????????
/

აზიამ გადაასწორო ევროპას რუსული ნავთობის შესყიდვაში

4 mins read

აზიის ქვეყნებმა პირველად გაუსწრეს ევროპას რუსეთიდან შეძენილი ნავთობის მოცულობით, იტყობინება ბლუმბერგი. გასული კვირას ტანკერებმა 74-79 მილიონ ბარელამდე რუსული ნავთობი გადაიტანეს, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე 24 თებერვლამდე პერიოდში. რუსული ნავთობი ევროპაში ძირითადად მილსადენებით მიეწოდება.
ანალიტიკოს ჯეინ ქსის თქმით, რუსული ნავთობის მოცულობა აპრილში რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ეს ტენდენცია ძირითადად ინდოეთიდან შესყიდვების გაზრდის გამო დაფიქსირდა. „აზიაში ზოგიერთი მყიდველი უფრო დაინტერესებულია ეკონომიკით, ვიდრე პოლიტიკით. თუმცა, აშშ ყურადღებას აქცევს რუსული ნავთობის ინდოეთის შესყიდვებს, ამიტომ შესაძლოა იყოს გარკვეული უარყოფითი რისკები ამ სავაჭრო ნაკადისთვის“, – აღნიშნავს ის.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს შემოღების თაობაზე მსჯელობა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მისი ჩართვის მცდელობა უნგრეთის წინააღმდეგი იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ელის, რომ ექვს თვეში შეაჩერებს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს და ნავთობპროდუქტების მიწოდებას 2022 წლის ბოლოსთვის.
უკრაინის პრიზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე დღის უკან ეუკვე მერამდენერ გააკრიტიკა ევროკავშრი. უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს მიახწიონ კონსენსუს და ამოქმედონ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ვეროპაში რუსული ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს.

READ  სტრატეგიულად რუსეთმა ომი უკრაინასთან წააგო

კომენტარის დატოვება