• მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
ADVERTISEMENT
Home Featured

ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია

The FINANCIAL by The FINANCIAL
იანვარი 29, 2025
in Featured, ამერიკა, მედია, პოლიტიკა, საქართველო
Reading Time: 1 min read
11
A A
0
ამერიკელი უფლებადამცველი ორგანიზაცის აზრით ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებლია
Share on FacebookShare on Twitter

ჯერ კიდევ მწირი ინფორმაციაა ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე. როგორ მდგომარეობაში იმყოფება 15 დღის შიმშილობის შემდეგ. 14 იანვარს, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.  ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმა  ედება ბრალად და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები გრძელდება, კოლეგები მას შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ.

“ამერიკის ხმა” შეეცადა მოესმინა მაერიკის ყველაზე გავლენიან  არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს” [CPJ] პოზიცია. ორგანიზაცია ახლოდან აკვირდება მზია ამაღლობელის საქმეს. კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ მას ახლა თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან.

RelatedPosts

იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ინტერვიუ გულნოსა საიდთან მხოლოდ მეტი სიცხადის მიზნით არის რედაქტირებული.

მადლობა ინტერვიუსთვის, როგორც იცით, მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. ბევრი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მოვისმინეთ ექიმების განცხადებაც, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული ხდება. რა შეგიძლიათ მზიას დაკავების საქმეზე გვითხრათ?

პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.

ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

რას ფიქრობთ ბრალდებაზე, რომელიც მას აქვს წაყენებული? ის პოლიციელისთვის ხელის გარტყმისთვისაა დაპატიმრებული. მეორეს მხრივ, თბილისში საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალებმა და დღემდე ამუცნობმა პირებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, მათ სცემეს, მაგრამ ამ დრომდე არამარტო მათზე თავდამსხმელები არ არიან დაკავებული, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში მოძალადე ოფიციალურად ამოცნობილიც კი არაა. ამ ორი რამის შედარებისას რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს- მზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ- ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც, სავარაუდოდ, მას [მზიას, დაკავების] შემდეგ შეაფურთხა.

მზია ამაღლობელი შიმშილობს

მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ.

მაგრამ, ასევე, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ [მზიას] მიმართ არ იქნება ასეთი, პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა. ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება გამოძიების მსვლელობის დროს. “დანაშაულისთვის” სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში საზოგადოდ ცნობილი ადამიანი შიმშილობს. სხვა შემთხვევებში თითქმის ყოველ დღე ვრცელდებოდა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გრძნობდა თავს მოშიმშილე, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა, თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, როგორ გრძნობს თავს მზია ფიზიკურად, ან მენტალურად. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ავრცელებს მთავრობა სიახლეებს? ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრისგან სცადეს მზიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, მაგრამ მან კითხვები უპასუხოდ დატოვა. რას ამბობს მთავრობის ასეთი დამოკიდებულება?

იცით, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტოკრატია გახდა. სამწუხაროდ, მოშიმშილე პატიმართან მიმართებაში არსებული ეს ტაქტიკა მსგავსია სხვა ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლების ციხის ადმინისტრაციისა, მაგალითად, ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის ტაქტიკას. აზერბაიჯანში გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები შიმშილობენ. მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივ, ხანდახან თვეების განმავლობაში შიმშილობას, რადგან ეს ერთადერთი გზაა მათთვის, მათ საქმეებზე ყურადღების მისაქცევად, პროტესტის გამოსახატად იმ ბრალდებებისადმი და მოპყრობისადმი, რაც მათ მიმართ აქვთ.

READ  იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ აზერბაიჯანის მსგავსია და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საქართველო ცნობილი იყო, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა კავკასიაში.

თუ არ ვცდები, მზია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტია. ბევრი თვლის, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ დარწმუნებული ხართ, მისი დაკავება ჟურნალისტურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მას პოლიტპატიმარსაც უწოდებენ. მისი საქმის დეტალებზე დაყრდნობით, შეგიძლათ, რომ თქვენც იგივე თქვათ?

ჩვენ, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში” არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო- მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.

ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”, რომლებიც თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და მისი კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

რას გეუბნებათ საქართველოში არსებული ადამიანის უფლებებისა და რა თქმა უნდა, ჟურნალისტების უფლებების შესახებ ის, თუ როგორ ეპყრობოდნენ მზიას დაკავების წუთიდან დღემდე?

საქართველო ჩვენს რადარზე უკვე დიდი ხანია, რაც არის. ჩვენ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ბევრი შემთხვევა აღვწერეთ, ასევე, მაღალჩინოსნების მიერ სხვადასხვა [არადემოკრატიული] კანონის მიღება. მათ შორის, ცნობილი “უცხოეთის აგენტების კანონის” და “ოჯახური ღირებულებების კანონის” მიღება, რომელიც მაუწყებლებს მუშაობას უზღუდავს. დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს უსამართლოდ ექცეოდნენ, ან აპატიმრებდნენ პროტესტების დროს.

საქართველო ცნობილია საკმაოდ ბევრი საპროტესტო აქციით. ზოგადად, ქართველები და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ამიტომაც, როდესაც პირველად წარადგინეს ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი”, საზოგადოების წნეხის გამო უკან გაიწვიეს, თუმცა, შემდეგ როგორღაც მოახერხეს და ის გაიტანეს პარლამენტში.

მზიას და სხვა ჟურნალისტების შემთხვევები, რომლებიც მიზანში თავიანთი საქმიანობის გამო ამოიღეს და უსამართლოდ ექცევიან, აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში ნათლად უკან მიდის. მთავრობის პოლიტიკაზე დაკვირვება, იმის ნახვა, როგორ დისტანცირდებიან ისინი ევროკავშირისგან, იმისგან რაც აქამდე მათი ქვეყნის მთავარი მიზანი იყო და რასაც ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს, იმის ნახვა, როგორ ხშირად არღვევენ პრესის თავისუფლებას და ზოგად ადამიანის უფლებებს, ძალიან სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც წლებია პრესის თავისუფლების მიმართულებით მუშაობს.

აქამდე ჩვენ საქართველოზე, როგორც რეგიონში სინათლის სხივზე და ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაზე ვსაუბრობდით. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებს ვესაუბრები, ვხედავ, რომ ისინი პროფესიონალები არიან, რომლებიც იმავე სტანდარტებით მუშაობენ, რითიც დასავლური მედია გამოცემები. ვისურვებდი, რომ ეს საქართველოში გაგრძელდეს. თუმცა, ახლა სერიოზულად გვაშფოთებს, რომ ეს ასე აღარ იქნება.

ევროკავშირის საელჩო: მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს

ამ შემთხვევაში, არის რაიმე, რაც საერთაშორისო, ჟურნალისტების დამცავ ორგანიზაციებს შეუძლიათ და თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები?

ერთი კარგი ამბავი ამ შემთხვევაში ისაა, რომ პრაქტიკულად ყველა უფლებადამცველი, თუ პრესის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ძალიან ახლოდან აკვირდება სიტუაციას საქართველოში. საუბარია არა მხოლოდ არასამთვარობო ორგანიზაციებზე, არამედ უცხო ქვეყნების მთავრობებზე, საერთაშორისო, შიდა სამთავრობო ორგანიზაციებზე.

ვხედავთ საკმაოდ ძლიერ რეაქციას რამდენიმე მიმართულებით იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ეს ასეა მზიას შემთხვევაშიც. მაგრამ, ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებს მხოლოდ შეზღუდული მოქმედების არეალი აქვთ, ბევრი რამ [საქართველოს] მთავრობაზეა დამოკიდებული.

როდესაც აქ, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში” შეხვედრები გვაქვს სხვადასხვა მთავრობების წარმომადგენლებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ინვესტორებთან, რომლებიც შეიძლება საქართველოში რაიმე ბიზნეს საქმიანობაზე ფიქრობდნენ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათი დღის წესრიგი მოიცავს პრესის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გასაგრძელებლად გარკვეული პირობებია დადებული. რადგან, ეკონომიკური კავშირები, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტია ნებისმიერ ისეთ მთავრობაზე ზეწოლისთვის, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს ლახავს.

Related Posts

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე
Featured

იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

by The FINANCIAL
ნოემბერი 4, 2025
0

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება - 2025 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა, ასეთია საქართველოს მტავრობის მონაცემები. პირველ კვარტალში...

Read more
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

ნოემბერი 3, 2025
აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

ოქტომბერი 31, 2025
ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ოქტომბერი 31, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

ნოემბერი 4, 2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

ნოემბერი 3, 2025

64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

ოქტომბერი 31, 2025
აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

ოქტომბერი 31, 2025
ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

ოქტომბერი 31, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    საქართველოში ინტერნეტის ხარისხი 27%-ით დაბალია მსოფლიო მაჩვენებელზე

    იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.7% შეადგინა 

    ნოემბერი 4, 2025
    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

    ნოემბერი 3, 2025

    64 დაღუპული და ათობით დაპატიმრებული – ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეიდი ბრაზილიაში

    ოქტომბერი 31, 2025
    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    აშშ-მ და ინდოეთმა თავდაცვის სფეროში ახალი ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს

    ოქტომბერი 31, 2025
    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ფაშინიანი: შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს

    ოქტომბერი 31, 2025

    ევროპასთან უვიზოს შეჩერების ახალი ვადებისა და წესების შესახებ – ვის შეეხება? რა მოჰყვება?

    ოქტომბერი 31, 2025

    დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა

    ოქტომბერი 31, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    “Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის“- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 1, 2025
    0

    ...

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.