აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ომის დასრულების სამი ვარიანტი გააჟღერა

5 mins read

რუსეთის მიერ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვის თავზე ომის დასრულების სამი ვარიანტი არსებობს. ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჰენრი კისინჯერმაგანაცხადა, იუწყება The Spectator.

პირველი ვარიანტი:

რუსეთი „დაიპყრობს უკრაინის ტერიტორიის 20%-ს, მათ შორის დონბასის უმეტეს ნაწილს, ასევე შავი ზღვის გასწვრივ ხმელეთის ზოლს “. კისინჯერის ვარაუდით, ასეთი ვარიანტი რუსეთისთვის გამარჯვების ტოლფასი იქნება. ნატოს როლი ამ ვარიანტში ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება.

მეორე ვარიანტი:

იქნება მცდელობა, რომ მოხდეს რუსული სამხედრო შენაერთების გაძევება იმ ტერიტორიებიდანაც რომელიც რუსეთამ უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლამდე წაართვა, მათ შორის ყირიმი. ამ შემთხვევაში დასავლეთი რუსეთთან პირდაპირი ომის წინაშე დადგება.

მესამე ვარიანტი:

ფრონტის ხაზის დაბრუნდება  2022 წლის 24 თებერვალის საზღვრებში. ასეთ შემთხვევაში, უნდა მოხდეს უკრაინის ხელახლა შეიარაღდება და მჭიდროდ დაკავშირება ნატოსთან, თუ ის არ გახდება მისი ნაწილი.

„მოვლენების ამგვარი განვითარებით, ნატო უფრო გაძლიერდება ფინეთისა და შვედეთის დამატებით, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვისთვის შესაძლებლობას შექმნის. რაც შეეხება უკრაინას, მას ნატოსთან ალიანსით ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო ძალები ეყოლება“, – განაცხადა კისინჯერმა.

1973-1977 წლებში პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს კისინჯერი  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო.

2022 წლის 25 მაისს, კისინჯერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, თუნდაც მისგან დათმობები მოითხოვოს. მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს, სანამ ისინი არ გამოიწვევს შედეგებს, რომელთა გადალახვაც ადვილი არ იქნება.

READ  რუსეთის ომი საქართველოსა და მოლდოვაში ნაკლებად სავარაუდოა

კომენტარის დატოვება