აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

4 mins read

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სამხრეთი ოსეთი იურიდიულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან გასაერთიანებლად, იტყობინება რადიო თავისუფლება.

„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

„სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთი ააგებს და მომავალშიც განაგრძობს ძმურ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის აგებას, 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვით, რომელშიც გამყარებულია შემდეგი დებულებები:

  • კოორდინირებული საშინაო პოლიტიკის განხორციელება;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა;
  • საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება;
  • აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობა;
  • რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებულ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულყოფილი მონაწილეობისთვის პირობების შექმნა“, – განაცხადა ბჟანიამ.
READ  უკრაინის თავდაცვის მინისტრი:  “პირველი HIMARS სისტემები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში.”

კომენტარის დატოვება