ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა უარყო სანქციების შემსუბუქების იდეა მოსავლის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების რუსეთის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. ამის შესახებ, Sky News იუწყება.
თავის ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან შეხვედრისას უოლესმა თქვა, რომ რუსეთმა „სწორად უნდა გააკეთოს საქმე“.
ამავე დროს, იგი მიესალმა შეთავაზებას შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი, თან ახლდეს უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვებს.
უკრაინა გასული წლთან შედარებით წელს 70% ოდენობით მოსავალის აღებას ელოდება. ამის მიზეზი ისაა რომ ნათესების ზოგიერთი ნაწილი ამ ეტაპზე რუსეთის კონტროლის ქვეშაა ან დანაღმულია სამხედროების მიერ.
შეგახსენებთ, 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად იქნებიან ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინის კულტურების ექსპორტისთვის შავი ზღვის გავლით – სანქციების მოხსნისა და უკრაინის მიერ “ნაღმების გაწმენდის” სანაცვლოდ. შავი ზღვა, რომელიც დანაღმული იყო თავად რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, არ დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს.
Discussion about this post