დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმა „სრულიად ლეგიტიმურია“.
ამის შესახებ მან რადიო Times-ის ეთერში განაცხადა.
„ფაქტია, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა, რომელიც მის საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა, შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა ამ საზღვრების დარღვევა და 130 000 ჯარისკაცის გაგზავნა. ეს იყო უკრაინასა და რუსეთის ომის დასაწყისი. ომში უკრაინამ უნდა დაარტყას მტერს, რათა შეუტიოს მის სიღრმეში განლაგებულ ლოგისტიკურ ხაზებს, საწვავის მარაგს, საბრძოლო მასალის საწყობებს ეს ომის ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, „სრულიად ლეგალურია უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში არსებულ ობიექტების მიზანში ამოღება, რათა ჩაშალოს ლოჯისტიკა, რომელიც, თუ არ ჩაიშლება, პირდაპირ შეუწყობს ხელს უკრაინის მიწაზე მკვლელობებსა და ხოცვა-ჟლეტას“.
რუსეთმა უკრაინა ბელგოროდისა და ბრაიანსკის რაიონებში სამიზნეების დაბომბვაში დაადანაშაულა. გუშინ კი განაცხადა, რომ ჩამოაგდო ორი უკრაინული თვითმფრინავი, რომლებიც კურსკის ოლქის თავზე დაფრინავდნენ.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში გამაგრებული პოზიციების ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ქალების საყოველთაო სამშობიარო მობილიზაცია რუსეთში
არა, ქალებს ჯერ არ აგზავნიან მასობრივად უჰლედართან განლაგებულ მოიერიშე ბატალიონებში (თუმცა, "ვაჟნიე ისტორიის" მიხედვით, პატიმარი ქალები უკვე შენიშნეს რუსეთის თავდაცვის...
Read more
Discussion about this post