ADVERTISEMENT
  • მთავარი
შაბათი, სექტემბერი 23, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

განსხვავებები მაღალრისკიან და დაბალრისკიან პორტფელებს შორის, IDFI

The FINANCIAL by The FINANCIAL
აგვისტო 29, 2023
in ეკონომიკა
Reading Time: 1 min read
A A
0
განსხვავებები მაღალრისკიან და დაბალრისკიან პორტფელებს შორის, IDFI
Share on FacebookShare on Twitter

RelatedPosts

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 

ევრო კავშირში ბიუჯეტის დეფიციტი მკვეთრად იზრდება

კრემლს ომის გასაგრძელებლად გადასახადების გაზრდა მოუწევს – Reuters

მაკრონი და შოლცი უკმაყოფილონი არიან ბაიდენის პოლიტიკით

საქართველოში საპენსიო რეფორმა საპენსიო სააგენტოს შექმნით დაიწყო და ამოქმედდა 2018 წლის 6 აგვისტოს. დაგროვებითი საპენსიო სქემა აგებულია პრინციპზე დამსაქმებლის 2% + დასაქმებულის 2% + სახელმწიფოს 2%.

საპენსიო შენატანების ინვესტირების მანდატი აქვს საპენსიო სააგენტოს და აქტივების ინვესტირების განხორციელება შეიძლება შემდეგი სამი განსხვავებული რისკიანობის პორტფელში:

– ნაკლებრისკიანი – საინვესტიციო პერიოდი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები;

– საშუალო რისკიანი – საინვესტიციო პერიოდი უნდა აღემატებოდეს ნაკლებად რისკიანის საინვესტიციო პერიოდს;

– მაღალრისკიანი – საშუალო რისკიანზე გრძელი საინვესტიციო პერიოდი.

ინვესტიციების რისკიანობის ზრდასთან ერთად იზრდება, ერთი მხრივ, მოსალოდნელი უკუგება, ხოლო მეორე მხრივ დანაზოგების დაკარგვის რისკიც, თუმცა, მხოლოდ დაბალრისკიანი ინვესტიციის განხორციელებით ინფლაციის ტემპის დაძლევა რთულია.

2023 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1.25 მილიონი ადამიანი, საპენსიო აქტივების ღირებულება 3.77 მილიარდ ლარს უტოლდება, ხოლო მასზე წმინდა ამონაგები 680 მილიონ ლარს შეადგენს[1].

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N1 მოცემულია საპენსიო დანაზოგებზე წმინდა ნომინალური ამონაგების და შესაბამისი პერიოდის ინფლაციის მონაცემები.

გრაფიკი 1.საპენსიო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები და ინფლაცია, 2019-2023

 

 

              წყარო: საპენსიო სააგენტო

 

აღნიშნული ორი მაჩვენებლის  ტრენდზე დაკვირვებით ჩანს, რომ ნაკლებრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შენარჩუნებით, საპენსიო ფონდი ინფლაციის ტემპს ვერ დაეწეოდა, რაც, თავის მხრივ, IDFI-ს რეკომენდაციას   – გონივრულობის ფარგლებში განთავსების რისკიანობის ზრდის შესახებ, კიდევ ერთხელ ამყარებს.

კანონის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში, ზემოთ აღნიშნული პორტფელებიდან, მოსახლეობის საპენსიო შენატანების ინვესტიცია მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა, ხოლო 2023 წლის 6 აგვისტოდან მოსახლეობას გაუჩნდა არჩევანის და ინვესტირების შესაძლებლობა სამივე სახის პორტფელში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე.

თუ მოქალაქეები ცვლილების ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში (2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით) არ გააკეთებენ მათთვის სასურველ არჩევანს, მაშინ მათი დანაზოგები ავტომატურად გადანაწილდება სხვადასხვა რისკიანობის მქონე პორტფელებში, შემდეგი პრინციპით:

– 40 წლამდე ასაკის მოქალაქეების საპენსიო აქტივები – მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;

– 40-50 წლის ასაკის მოქალაქეების საპენსიო აქტივები − საშუალორისკიან პორტფელში;

– 50 და 50-ზე მეტი წლის მოქალაქეების საპენსიო აქტივები − ნაკლებადრისკიან პორტფელში.

სქემის მონაწილეებს გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნებათ.

განსხავება პორტფელებს შორის

პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა არის მათი აქტივების გადანაწილება რისკიანობის მიხედვით. რისკიანობის შესაბამისად იცვლება მოსალოდნელი მომგებიანობაც.

საქართველოს კანონით, სამივე სახის პორტფელის შემთხვევაში,  სხვადასხვა აქტივის კლასებზე, განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები და საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკა, რომელშიც განსაზღვრულია სტრატეგიული, იგივე ბენჩმარკ პორტფელები. სწორედ ამ პორტფელში არის წარმოდგენილი აქტივების კლასები და რისკის და ამონაგების ის მახასიათებლები, რომლითაც საინვესტიციო საბჭო ინფლაციის ტემპის დაძლევას გეგმავს.

ძირითადი აქტივების კლასები, რომელთა შორისაც ხდება ინვესტიციების გადანაწილება არის საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდები, დეპოზიტები/სადეპოზიტო სერტიფიკატები ლარში  და უცხოური აქციები.

ინვესტიციის რისკიანობა, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეიძლება იყოს სისტემური რისკები, როგორიცაა რეცესია, გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის რისკი, ლიკვიდურობა ან ინფლაცია და ასევე, არასისტემური რისკები, მაგ. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები და სხვ.

სადეპოზიტო სერტიფიკატების შემთხვევაში, უცხოური აქციებისგან განსხვავებით, წინასწარ არის განსაზღვრული სარგებლის მიღების დრო და რაოდენობა და შესაბამისად  დაბალრისკიანად მიიჩნევა, მაშინ როდესაც აქციებიდან მისაღები სარგებელი მაღალი ვოლატილობით გამოირჩევა. სხვადასხვა სისტემურ და არასისტემურ რისკებთან ერთად, კომპანიის გაკოტრების დროს პრიორიტეტი ენიჭებათ ინვესტორებს, რომლებსაც ინვესტიცია სასესხო ვალდებულებეში აქვთ განხორცილებული და აქციონერების ინტერესების დაკმაყოფილება ყველაზე ბოლოს ხდება.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე N2 მოცემულია ამონაგებები სხვადასხვა რისკიანობის აქტივთა კლასებზე (აქციებზე და ობლიგაციებზე), რომლებშიც ინვესტორები, მათ შორის, სააქციო ფონდები ახორციელებენ ინვესტიციებს. მოცემულია ამონაგებების მონაცემები ბოლო 20 წლის მანძილზე, აშშ-ს და განვითარებადი ქვეყნების ბაზრების აქციების და ასევე, აშშ-ს 10 წლიანი სახაზინო და კორპორაციული ობლიგაციების შემთხვევებში. როგორც ვხედავთ, ყველაზე ვოლატიური და შესაბამისად, მაღალრისკიანი არის განვითარებადი ქვეყნების აქციები. აქედან გამომდინარე, მსგავს აქციებს, დაბალრისკიან ფინანსურ ინსტრუმენტთან – სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით გაცილებით მაღალი ამონაგები ახასიათებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო პერიოდის ზრდასთან ერთად, ბალანსდება ეკონომიკაში მოსალოდნელი რყევები და შესაბამისად, მცირდება აქციებზე შესაძლო დანაკარგების ალბათობა.

 

გრაფიკი 2. სხვადასხვა რისკიანობის აქტივებზე ამონაგებები, 2003-2023

 

 

     წყარო: Portfolio Visualizer

 

გრაფიკიდან იკვეთება, ასევე, ობლიგაციებსა და აქციებს შორის დაბალი კორელაცია, რაც საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის კარგი საშუალება შეიძლება იყოს.

ნაკლებრისკიანი პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი 

აღნიშნული პორტფელის შემთხვევაში აქტივების დიდი ნაწილის ინვესტირება უნდა მოხდეს ისეთი დაბალი რისკის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტებში, როგორიც არის ლარში განთავსებული დეპოზიტები და სახაზინო ფასიანი ქაღალდები.

მსგავსი პორტფელი შესაძლოა სასურველი იყოს ნაკლებრისკიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სურთ დანაზოგის ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა.

მაღალრისკიანი პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი

მაღალრისკიან პორტფელში აქტივების ძირითადი ნაწილის (55%) ინვესტირება ხორციელდება უცხოურ აქციებში, შესაბამისად უცხოურ ვალუტაში და ისეთი ტიპის აქციებში რომლებიც სხვადასხვა ფაქტორის გამო შეიძლება მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა მაღალი მოსალოდნელი ამონაგების მქონე იყოს.

გლობალური აქციების ბენჩმარკად განსაზღვრულია აქციების თანაბრად შეწონილი ინდექსი, რომელიც შემდეგი ოთხი აქციების ფონდისგან (ETF) იქნება დაკომპლექტებული: Vanguard FTSE Pacific ETF (VPL), Vanguard FTSE Europe ETF (VGK), SPDR S&P500 ETF (SPY), iShares MSCI Emerging Markets ETF (EEM).

საშუალო რისკიანი პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი

საშუალორისკიანი პორტფელი დანარჩენი ორი პორტფელის გარკვეული ნაზავია და მისი ლიმიტები, სხვადასხვა აქტივების კლასის მიხედვით, ნაკლებრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების შემთხვევების თითქმის საშუალოა.

2023 წლის 7 სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საინვესტივიო მანდატი ფართოვდება, რაც საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვან ეტაპად  შესაძლებელია შეფასდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების  გარეშე რთულად წარმოსადგენი იყო ინფლაციის ტემპის დაძლევა და საპენსიო რეფორმის წარმატება.

საქართველოს საპენსიო დანაზოგების მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაართმევს საპენსიო სააგენტო ინვესტიციებთან დაკავშირებული რისკიანობის დილემას თავს. მსგავსი გამოწვევის წინაშე მსოფლიოს ყველა ის ქვეყანა შეიძლება იდგეს სადაც მსგავსი საპენსიო სქემაა შემუშავებული, თუმცა ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში საპენსიო ფონდების უკან  ხელშესახები ფისკალური რესურსი დგას, ჩვენს შემთხვევაში კი დანაზოგების  გადასახადის გადამხდელების ფულით დაკომპენსირება წარმოუდგენელია. ამიტომ აქვს განვითარებადი ქვეყნების საპენსიო აქტივების მმართველების შეცდომებს გაცილებით მაღალი ფასი, ვიდრე მდიდარი ქვეყნებისას.

საპენსიო სააგენტოს სწორ პოლიტიკასთან და შეცდომების დაშვების ალბათობის მაქსიმალურად შემცირებასთან ერთად, აუცილებელია, ასევე, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, რომ მათი გადაწყვეტილება, საინვესტიციო პორტფელის არჩევასთან დაკავშირებით, სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყოს მიღებული.

ADVERTISEMENT
ADVERTISEMENT
The FINANCIAL

The FINANCIAL

Related Posts

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 
ეკონომიკა

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 

by The FINANCIAL
იანვარი 25, 2023
0

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთის მიერ დაწყებიული სრულმასშტაბიანი ომის გამო უკრაინის ინფრასტრუქტურას 137,8 მილიარდ დოლარს ზარალი მიადგა, განადგურებულია 280 ათასი...

Read more
უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ კვირაში მიიღებს – Bloomberg

ევრო კავშირში ბიუჯეტის დეფიციტი მკვეთრად იზრდება

იანვარი 23, 2023
კრემლს ომის გასაგრძელებლად გადასახადების გაზრდა მოუწევს – Reuters

კრემლს ომის გასაგრძელებლად გადასახადების გაზრდა მოუწევს – Reuters

იანვარი 16, 2023
მაკრონი და შოლცი უკმაყოფილონი არიან ბაიდენის პოლიტიკით

მაკრონი და შოლცი უკმაყოფილონი არიან ბაიდენის პოლიტიკით

ოქტომბერი 28, 2022
Next Post
თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

Council fails to respond to restaurant nuisance complaints

სექტემბერი 22, 2023
COVID-19 was third leading cause of death in the United States in both 2020 and 2021

Clinical trial to test immune modulation strategy for hospitalized covid-19 patients begins

სექტემბერი 22, 2023

Goldman to Pay SEC $6 Million in Penalties for Providing Deficient Blue Sheet Data

სექტემბერი 22, 2023
Two Men Plead Guilty to $67M Medicare Fraud Scheme

Researchers develop new method to identify potential stroke therapies

სექტემბერი 22, 2023
65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

65% say they always or often feel exhausted when thinking about politics

სექტემბერი 22, 2023
Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

Mobile Banking and Beyond: The Ascendance of Mobile-First Fintech Software Solutions

სექტემბერი 22, 2023
Why You Need to Have Emergency Savings

11 Money Management Tips For Financial Security

სექტემბერი 14, 2023

Inland waterway transport hits a decade low in 2022

სექტემბერი 14, 2023
EU produced 14.7 million bicycles in 2022

EU produced 14.7 million bicycles in 2022

სექტემბერი 14, 2023
Business investment rate stable at 23.0% in the euro area

A Rundown of the Latest Investment Trends in Health Care

სექტემბერი 14, 2023

LATEST INTERVIEWS

Lighting the path for sustainability in Georgia

Lighting the path for sustainability in Georgia

by The FINANCIAL
აგვისტო 14, 2023
0

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

Toyota Plays a Crucial Role in Contributing to Georgia’s Zero Emissions Challenge

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

The Biltmore Tbilisi Hotel in Georgia’s key CSR projects aimed at creating a beneficial influence on the local community

by The FINANCIAL
ივლისი 12, 2023
0

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

“EU membership might attract European banks and other financial institutions to enter Georgia”

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

Main risks facing banks in 2023

Main risks facing banks in 2023

by The FINANCIAL
მაისი 15, 2023
0

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

‘Russia cannot be treated as a reasonable and reliable trade partner

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

We should increase our joint efforts to assist the growing tech sector here in Georgia

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

‘Georgia has much to offer to UK investors

‘Georgia has much to offer to UK investors

by The FINANCIAL
თებერვალი 13, 2023
0

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.