გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ გაჩაღებულ ომში დამარცხდება. ამის შესახებ შოლცმა Save Ukraine-ის ტელემარეთონზე განაცხადა, იტყობინება UNIAN
ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენს ფიქრებში და გულებში. პუტინი არ გაიმარჯვებს… ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ვგეგმავთ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს“, – განაცხადა შოლცმა.
შოლცმა დასძინა, რომ გერმანია მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ფინანსურად ეხმარება უკრაინას, რათა ეკონომიკამ დიდი ვარდნა არ განიცადოს, აწვდის იარაღს, რათა უკრაინელებმა თავი დაიცვან.
კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიამ თითქმის 800 000 ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. შეგახსენებთ, რომ გერმანია უკრაინას მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
მანამდე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ შოლცის მთავრობა ტანკების შეთანხმებულ გაცვლასთან დაკავშირებით სიტყვის დარღვევაში დაადანაშაულა.

გერმანიის კანცლერი ამბობს რომ პუტინი ომში ვერ გაიმარჯვებს
- ევროპარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა:
- უკრაინის თავდაცვის მინისტრი: “პირველი HIMARS სისტემები უკვე ჩამოვიდა უკრაინაში.”
- უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ კვირაში მიიღებს - Bloomberg
- დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთი აღარასდროს ენდობა დასავლეთს