დასავლეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღება აბსოლუტურად არ შედის ბელორუსის ინტერესებში. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება BelTA.
ლუკაშენკას თქმით, მან კარგად იცის, ვინ არის მათი მოწინააღდეგე და აქედან გამომდინარე ბელორუსი საომარ მოქმედებებს ვერც დაიწყებს.
“ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ მუქარას. ამას არ გავაკეთებთ. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ დავემუქრებით: ვიცით, ვინ გვეწინააღმდეგება. ამიტომ, დასავლეთთან რაიმე სახის კონფლიქტის, რაღაც ომის გაჩაღება აბსოლუტურად არ შედის ბელორუსის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ დაე, დასავლეთმა მშვიდად დაიძინოს“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
როგორც UNIAN-ი იტყობინებოდა, 27 თებერვალს გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბელორუსიამ ომი გამოუცხადოს უკრაინას. მართალია ბელორუსის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის ოფიციალური ფაქტები არ არის დადასტურებული, მაგრამ რუსეთი ბელორუსის ტერიტორიას უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისთვის იყენებს.
ქალების საყოველთაო სამშობიარო მობილიზაცია რუსეთში
არა, ქალებს ჯერ არ აგზავნიან მასობრივად უჰლედართან განლაგებულ მოიერიშე ბატალიონებში (თუმცა, "ვაჟნიე ისტორიის" მიხედვით, პატიმარი ქალები უკვე შენიშნეს რუსეთის თავდაცვის...
Read more
Discussion about this post