• მთავარი
ორშაბათი, იანვარი 30, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
ADVERTISEMENT
Home ომი უკრაინაში

“ერთით ნაკლები მოღალატე” – როგორ და ვინ ასამართლებს რუსეთის მხარდამჭერებს უკრაინაში

by The FINANCIAL
მაისი 24, 2022
in ომი უკრაინაში
0
“ერთით ნაკლები მოღალატე” – როგორ და ვინ ასამართლებს რუსეთის მხარდამჭერებს უკრაინაში
Share on FacebookShare on Twitter
22 მაისს ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ ენერგოდარში ოკუპანტებთან თანამშრომლობაში მხილებული ჩინოვნიკის აფეთქება სცადეს. როგორც იტყობინებიან, ის სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს დაჭერილი პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის თანაპარტიელები ეხმარებიან.

რუსი სამხედროები მათ მხარეს გადასულ კოლაბორაციონისტებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ, მაგრამ თავდასხმისგან მაინც ვერ იცავენ.

აფეთქება სადარბაზოში

აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც, კურჩატოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ ენერგოდარის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი შევჩიკი შედიოდა.

როგორც რუსეთის მედია იტყობინება, დაცვის წევრებთან ერთად, აფეთქებისას დაშავდა თავად შევჩიკიც და ის დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების უკან ადგილობრივი პარტიზანები დგანან.

RelatedPosts

გაერთიანებული ევროპული სატანკო კოალიცია უკრაინაში 80-მდე ტანკის გასაგზავნად ემზადება

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 

რუსი ოლიგარქის კერძო ჯარი უფრო ეფექტურია ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები

გერმანია წნეხის ქვეშ არის. უკრაინა ომის მესამე ფაზის მოლოდინში

სადარბაზოში, რომლის კარიც სავარაუდოდ თვითნაკეთი მექანიზმის საშუალებით ააფეთქეს, შევჩიკის დედა ცხოვრობს და შვილი ყოველდღე მიდიოდა მასთან.

ზოგიერთი წყარო არ ადასტურებს ქალაქის „კოლაბორაციონისტი“ ხელმძღვანელის დაშავების ფაქტს.

„შეგვიძლია გავიმეოროთ [აფეთქება – რთ]“, „უფრო ხარისხიანად უნდა განმეორდეს“, „საქმე ბოლომდეა მისაყვანი“, „იცოდეს – რა ემუქრება“, – წერენ ამ ცნობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებლები, უკრაინული გვარებით.

ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, შევჩიკი მკაფიოდ პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა „За життя“-ს (ОПЗЖ, «Оппозиционная платформа – За жизнь», უკრაინულად – “Опозиційна платформа – За життя») დეპუტატი იყო ქალაქის საკრებულოში.

ОПЗЖ-ს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი იყო პრორუსი ოლიგარქი, ამჟამად საპატიმროში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი. ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან კოლაბორაციონალიზმში ამ პარტიის არაერთი წევრი იქნა მხილებული.

ქალაქი ენერგოდარი რუსეთის არმიამ მარტში დაიკავა. მათი მხარდაჭერით, 27 მარტს, შევჩიკმა გამოაცხადა, რომ ქალაქში მუშაობას იწყებდა „თვითორგანიზების საზოგადოებრივი საბჭო“, როგორც მმართველობითი ორგანო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა. მიზნად დასახელდა – „პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ქალაქელის კომუნიკაცია“.

ენერგოდარის არჩეული მერი, დმიტრო ორლოვი იტყობინება, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული შევჩიკის ნაცვლად, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რუსმა სამხედროებმა ქალაქის მმართველობა მის მოადგილეს, რუსლან კირპიჩევს ჩააბარეს.

კირპიჩევი მარტში ჩავიდა ენერგოდარში რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკიდან და, ორლოვის განმარტებით, სწორედ მან ასწავლა კოლაბორაციონალისტ მმართველებს ადგილობრივი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვის მეთოდები.

ორლოვის ინფორმაციით, კირპიჩევი თავად იყო მხილებული გადასახადების დამალვაში და ახლა ააწყო სქემა, როცა მეწარმეთა ფული არა ბიუჯეტში, არამედ რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიდის.

დაუზუსტებელია ცნობები შევჩიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე – დაუბრუნდება თუ არა ის თავის თვითგამოცხადებულ სამსახურს.

ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ადგილობრივები არაერთხელ გამოვიდნენ საპროტესტო აქციებით და ამ ეტაპზე გაფიცულია სახანძრო-სამაშველო სამსახური – მათი ხელმძღვანელის დაკავების გამო. რუსეთის მედია კი, რუსეთის არმიის მხარდაჭერის გამოვლინებად აფასებს ქალაქის მკვიდრთა ნაწილის მიერ 9 მაისის აღნიშვნას.

500 ათას გრივნად

11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ერთგვარი ნადირობა გამოაცხადეს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში, ასევე რუსეთის არმიის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ კირილ სტრემოუსოვზე.

უკრაინის მედია ეყრდნობა პოლიტოლოგ სერგეი დანილოვის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ჩანს საინფორმაციო ფურცელი – სტრემოუსოვის ფოტოთი და წარწერით „სიკვდილი მტრებს“. მის მოკვლაში უცნობებს 500 ათასი გრივნა აქვთ დაწესებული.

რუსეთში, კრემლის მხარდამჭერ მედიაში გამოხატულია დიდი წუხილი იმის შესახებ, რომ „ნაციონალისტები“ უკრაინაში სიკვდილით ემუქრებიან, ანდა კლავენ იმ პირებს, რომლებსაც სურთ უკრაინაში „გათავისუფლების მიზნით“ შესულ რუს სამხედროებთან თანამშრომლობა. ყურადღება „ლინჩის წესის“ დამკვიდრებაზეა გამახვილებული.

“ერთით ნაკლები მოღალატე”

რუსეთის მედიას მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ იპოვეს მკვდარი, 3 მარტს, ლუგანსკის ოლქის კრემენეცის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ სტრუკი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სტრუკი ადგილობრივებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.

კოლაბორაციონიზმში მხილებული სტრუკიც მედვედჩუკის თანაპარტიელია, ОПЗЖ-დან.

„უკრაინაში ერთი მოღალატით ნაკლები დარჩა“, – ამ სიტყვებს უკრაინის მედია შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწეს, ანტონ გერაშჩენკოს მიაწერს. ის ამბობს, რომ სტრუკი ბოლო პერიოდში აქტიურად მიემხრო რუსეთს და აგიტაციას ეწეოდა ადგილობრივ დეპუტატებს შორის – გადასულიყვნენ მტრის მხარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრემენეცის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სიცოცხლეს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს და მისი გვამის ფოტოები სოციალურ ქსელებში მოულოდნელად გამოიფინა, მისი მცირეხნიანი დაკარგვის შემდეგ.

„მას ჰქონდა ბევრი ფული, დიდი ალბათობით – რუსეთის მხარდაჭერით… და როცა რუსეთის ჯარი 15 კილომეტრში იყო, ის სახალხო ტრიბუნალის სამართლით გაასამართლეს. როგორც ჩანს, ის დახვრიტეს უცნობმა პატრიოტებმა, როგორც მოღალატე, ომის პერიოდის კანონების შესაბამისად“, – ივარაუდა გერაშჩენკომ. მის სიტყვებს ავრცელებენ როგორც უკრაინული, ასევე რუსული წყაროები.

ისევ მედვედჩუკის გუნდიდან

23 მაისს მარიუპოლის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა ე.წ. კოლაბორანტების 9-წევრიანი სია, ისევ ОПЗЖ-ს ადგილობრივი დეპუტატების შემადგენლობით.

„მათი ბრალია მარიუპოლის განადგურება და ათასობით დაღუპული… ეს მოღალატეები თავიანთი ნებით მიემხრნენ მტერს და ახლაც დასცინიან ჯერ ისევ ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს“, – წერია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ სწორედ ОПЗЖ-ს ამ დეპუტატებმა გაუკეთეს ორგანიზება 9 მაისის აღნიშვნას „ადამიანების ძვლებზე“ – თვეების განმავლობაში ალყაშემორტყმულ და თითქმის ბოლომდე დანგრეულ ქალაქში. ამ დროს, პარალელურად, უმოწყალოდ იბომბებოდა „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აფარებდნენ თავს.

„შეძახილებით “ვაშა”, მათ მსვლელობა მოაწყვეს ქუჩებში, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ესვენნენ დაღუპული მარიუპოლელები“, – წერია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, ვინც კოლაბორაციაშია მტერთან, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.

ОПЗЖ-ს გარდა, კიდევ სხვა 10 პრორუსული პარტიის მუშაობა აკრძალულია უკრაინაში. უკრაინული წყაროების თანახმად, მარტში აკრძალვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების დონეზე გამოცხადდა, ხოლო მაისში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა და 14 მაისს რადის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტსპრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
უკრაინის რადამ მარტში დაამტკიცა ასევე კანონები რუსეთთან სხვადასხვა სახის ანტისახელმწიფოებრივი თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

მტერთან კოლაბორაციონიზმისთვის, მათ შორის – რუსეთის მხარის მიერ შექმნილ ორგანოებში მუშაობისთვის, საპატიმრო სასჯელის ვადა 15 წელსაც აღწევს, ქონების სრული კონფისკაციის შესაძლებლობით.

5 აპრილს სახელმწიფო ორგანოებზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის 600-ზე მეტი საქმე სახელმწიფოს ღალატისა და კოლაბორაციონიზმის ბრალდებებით. სხვადასხვა წყაროს (დაუზუსტებელი) ცნობით, აღძრული საქმეების საერთო რაოდენობა ათასებს უტოლდება, ხოლო დაკავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

ინტერნეტში იძებნება ძალიან ბევრი ინფორმაცია სახელმწიფოს ღალატისა თუ ე.წ. კოლაბორაციონისტი პირების შესახებ, რომლებიც უკვე დაკავებული არიან, დაუსწრებლად მიესაჯათ პატიმრობა თუ ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებულის სტატუსი აქვთ.

მაგალითად:

  • 12 მაისს სახელმწიფოს ღალატის მუხლით, 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს – ა.მ. ავიძბას. ყირიმის ანექსიის დროს პარლამენტში მყოფი 99 დეპუტატიდან 70-ის საქმეს ამჟამად უკრაინის სასამართლოებში განიხილავენ.
  • 24 აპრილს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დააკავა ხერსონის ოლქის ერთ-ერთი ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი. ამავე წყაროს ცნობით, მამაკაცი გადაიბირა ФСБ-მ, სადაზვერვო მიზნებით.
  • 17 აპრილს დააკავეს კიევის ოლქის დიმერის გაერთიანებული ტერიტორიული თემის ხელმძღვანელი – კაცმა, „დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ“, რუს სამხედროებს ჯერ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო მარტის დასაწყისში, მათი მხარდაჭერით, ადგილობრივების წინაშე უკვე მათი „ხელმძღვანელის“ როლში წარდგა. შემდეგ კი, კიევის ოლქიდან რუსეთის არმია გავიდა.
  • 17 აპრილს გამოცხადდა, რომ კოლაბორაციონიზმშია ბრალდებული ხერსონის ოლქის ქალაქ ახალი კახოვკის ე.წ. საქალაქო ადმინისტრაციის უფროსად რუსეთის მხარის მიერ დანიშნული მამაკაცი. გვარი არ სახელდება, მაგრამ მედიამ მასში ამოიცნო ვლადიმირ ლეონტიევი, რომელიც რუსეთის მედიას მანამდე ხშირად აძლევდა კომენტარებს.
  • 5 აპრილს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, დაკავებულია ნიკოლაევის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელი.

ეჭვია “ხალხის მსახურის” დეპუტატზეც

გამოძიების შედეგებს ელოდება სახელისუფლებო პარტია „ხალხის მსახური“, რომლის დეპუტატიც, ალექსეი კოვალიოვი, როგორც „უკრინფო“ იტყობინება, პრაქტიკულად ომის დაწყების შემდეგ, იმყოფება დროებით ოკუპირებულ ხერსონში.

როგორც გამოცემას ეუბნება ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მოადგილე, ელენა შულიაკი, ფრაქციაში იყვნენ კოვალიოვისთვის წევრის უფლებამოსილების შეჩერების მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ თავად შულიაკი აპრილის ბოლოს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მართებულად თვლის.

„ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველ ორგანოებს და გამოვაცხადეთ ფრაქციაში მისი წევრობის შეჩერების შესახებ. ახლა ჩვენ გამოძიების შედეგებს ველოდებით და შემდეგ მოვახდენთ სწორ რეაგირებას. თუკი დამტკიცდება, რომ ის არ თანამშრომლობდა ოკუპანტებთან, ჩვენ მხოლოდ ბედნიერი ვიქნებით ამით“, – აცხადებს ის.

თავად ალექსეი კოვალიოვი უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ ვეღარ მოახერხა ხერსონიდან დაბრუნება, რადგან კიევმა „მწვანე დერეფანი“ ვერ უზრუნველყო. დეპუტატი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და მომავალში შეიძლება საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს.

ხერსონში ჩასვლის მიზეზად კოვალიოვი ასახელებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ რეგიონიდან იყო არჩეული მაჟორიტარ დეპუტატად.

ელენა შულიაკის ინფორმაციით, დეპუტატი კოვალიოვი 25-26 თებერვლის შემდეგ იმყოფება ხერსონში და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ „მას არაფერი ემართება“, მაშინ როცა, მაგალითად, ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ЗеМолодежки“-ს წევრებს იტაცებენ.

შულიაკს უკვირს, როგორ ახერხებს დეპუტატი თავისუფლად გადაადგილებას „თითქოსდა ადამიანებისთვის რაღაც დახმარების გადაცემის მიზნით“.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის “პანკისის სტიგმა”.  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ლელა კუნჭულია
Tags: რადიო თავისუფლება
ADVERTISEMENT
The FINANCIAL

The FINANCIAL

Related Posts

გერმანია წნეხის ქვეშ არის. უკრაინა ომის მესამე ფაზის მოლოდინში
ევროპა

გაერთიანებული ევროპული სატანკო კოალიცია უკრაინაში 80-მდე ტანკის გასაგზავნად ემზადება

by The FINANCIAL
იანვარი 25, 2023
0

ამ ეტაპზე ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ გზებს, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას 80 გერმანული ტანკი ლეოპარდ 2-ი. გეგმის თანახმად ევროპელების მიწოდებული ტანკებისგან...

Read more
რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა 

იანვარი 25, 2023
რუსი ოლიგარქის კერძო ჯარი უფრო ეფექტურია ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსი ოლიგარქის კერძო ჯარი უფრო ეფექტურია ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები

იანვარი 24, 2023
გერმანია წნეხის ქვეშ არის. უკრაინა ომის მესამე ფაზის მოლოდინში

გერმანია წნეხის ქვეშ არის. უკრაინა ომის მესამე ფაზის მოლოდინში

იანვარი 24, 2023
Next Post
რუსეთი იმ ქვეყნებს დაუმიზნებს ვინც უკრაინას რაკეტებს გადასცემს

რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტს განიცდის

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

What are the top 3 strategies for business automation?

დაცული: Want Loyal Employees? Do This

იანვარი 26, 2023
Fugitive Extradited from Cameroon to the United States to Serve 80 Year Prison Sentence

Second Bank Employee Admits Role in Fraud Conspiracy

იანვარი 25, 2023
Sussex County Woman Sentenced to 34 Months in Prison for Concealing Terrorist Financing to Syrian Foreign Terrorist Organizations

Sussex County Woman Sentenced to 34 Months in Prison for Concealing Terrorist Financing to Syrian Foreign Terrorist Organizations

იანვარი 25, 2023
Brooklyn Park Man Pleads Guilty to His Role in $250 Million Feeding Our Future Fraud Scheme

Brooklyn Park Man Pleads Guilty to His Role in $250 Million Feeding Our Future Fraud Scheme

იანვარი 25, 2023
Former CEO Of Email Security Company Sentenced To Five Years In Prison

Former CEO Of Email Security Company Sentenced To Five Years In Prison

იანვარი 25, 2023
Proven Forex Trading Strategies for Beginners

Trusted B2B Trading Platform

იანვარი 25, 2023
Part-time working can boost economy and bring economically inactive people back into work

Part-time working can boost economy and bring economically inactive people back into work

იანვარი 25, 2023
How to unlock your full investment potential

How to unlock your full investment potential

იანვარი 25, 2023
IFC, Canada Continue Supporting Sustainable Energy Financing in Lebanon

Nearly 900 Million Worldwide Wanted to Migrate in 2021

იანვარი 24, 2023
65% of Europeans see EU membership as a good thing, the highest result since 2007 

IPSOS Poll: Despite some softening, support for Ukraine is still strong across western countries

იანვარი 23, 2023

LATEST INTERVIEWS

Russian Patriarch Kirill Says Dying In Ukraine ‘Washes Away All Sins’

Interview: Why Putin Might Prefer A Stalemate To Going Nuclear On Ukraine

by The FINANCIAL
ოქტომბერი 22, 2022
0

Kvaratskhelia Football Dynasty: Mamia, Badri, Khvicha and Tornike

Kvaratskhelia Football Dynasty: Mamia, Badri, Khvicha and Tornike

by Tengiz Pachkoria
აგვისტო 11, 2022
0

“Green business is a key instrument to support business development in a sustainable way”

“Green business is a key instrument to support business development in a sustainable way”

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

Running an environmentally friendly business helps to reduce impact on the environment

Running an environmentally friendly business helps to reduce impact on the environment

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

Georgian Industrial Group Continuing to Implement Energy Efficient Projects and Contribute to Sustainable Business Development

Georgian Industrial Group Continuing to Implement Energy Efficient Projects and Contribute to Sustainable Business Development

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

“We have planted under 50 000 trees and seedings”

“We have planted under 50 000 trees and seedings”

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

The Committee on the Environment and Natural Resources of Georgia – The Role of the Public Sector in Promoting Green Business

The Committee on the Environment and Natural Resources of Georgia – The Role of the Public Sector in Promoting Green Business

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

Leading the way for Green Corporate Culture, With 100-step Environmental Program Completed RMG enters the New Phase of Green Development

Leading the way for Green Corporate Culture, With 100-step Environmental Program Completed RMG enters the New Phase of Green Development

by The FINANCIAL
ივლისი 27, 2022
0

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.