ADVERTISEMENT
  • მთავარი
პარასკევი, სექტემბერი 22, 2023
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home ბიზნესი პრეს-რელიზი

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო

The FINANCIAL by The FINANCIAL
ივნისი 14, 2023
in პრეს-რელიზი
Reading Time: 1 min read
A A
0
თიბისის მხარდაჭერით კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო
Share on FacebookShare on Twitter

თიბისის პარტნიორმა კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. აქვე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. „უფლისციხის მამულის“ გენერალური დირექტორი, აკაკი ავალიშვილი კომპანიის მიზნებსა და ამბიციებზე გვესაუბრა:

ADVERTISEMENT

„ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაიბადა და კომპანია ოთხმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. ფიქრი შიდა ქართლის რეგიონზე შევაჩერეთ, ვინაიდან გვჯერა, აქ დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის და ტურისტული  მიმართულებებით. მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან და შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ 11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაც ამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.

ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების წარმოება იყო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი ღირსეულ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ. 

RelatedPosts

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

2020 და 2021 წლებში საფუძვლიანად შევისწავლეთ ჩვენი სავარგულები. ჩავატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები და დასკვნითი შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა ქართველი და ფრანგი ექსპერტები, რომელთა რჩევითაც სამომავლო ვენახისთვის ინდივიდუალურად შეირჩა საძირეები. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ვენახი, სადაც, ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშები დავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი და  შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები. 

საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად, ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია რაც ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც. 

ცქრიალა ღვინოს ვამზადებთ კლასიკური, ბოთლური მეთოდით და ვაძველებთ 2 წლის განმავლობაში. წელს, მაგალითად, ვაწარმოეთ და დასაძველებლად გადავდეთ დაახლოებით 6’000 ბოთლი ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, უკვე ჩამოვასხით 4’000 ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოვამზადეთ რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.

ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კოკარდის“ ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ. 

1500 კვ.მ. ფართის ნაგებობაში, რომელიც როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, სივრცის ერთი ნაწილი ეთმობა ღვინის საწარმოსა და საცავებს, ხოლო დანარჩენში განთავსდება სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი. მარნის აშენება-მოწყობაში ინვესტირებულია დაახლოებით 1’200’000 ლარი. ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის „8000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ და „ღვინის ბირჟაზე“). ყოველწლიურად იზრდება რა ჩვენი წარმოების მოცულობა, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან – ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც.

დღეისათვის ჩვენს პროექტში ჯამურად ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება იმისთვის, რომ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით სრული დატვირთვით ამუშავდეს ჩვენი წარმოება და მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.“

ADVERTISEMENT
The FINANCIAL

The FINANCIAL

Related Posts

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს
პრეს-რელიზი

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

by The FINANCIAL
სექტემბერი 13, 2023
0

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - იტალიაა. 14 ოქტომბერს წინანდლის მამულში...

Read more
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

სექტემბერი 11, 2023
თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

სექტემბერი 11, 2023
თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

სექტემბერი 11, 2023
Next Post
თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

ყაზახეთში გაუქმდა გრიგორი ლეპსის კონცერტი, მომღერლის მიერ ომის მხარდაჭერის გამო

Please login to join discussion
ADVERTISEMENT

LATEST POSTS

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

სექტემბერი 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

სექტემბერი 11, 2023
თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

თიბისის განათლების პროგრამის ახალი კურსები

სექტემბერი 11, 2023
თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

თიბისის #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

სექტემბერი 11, 2023
თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

აგვისტო 31, 2023
განსხვავებები მაღალრისკიან და დაბალრისკიან პორტფელებს შორის, IDFI

განსხვავებები მაღალრისკიან და დაბალრისკიან პორტფელებს შორის, IDFI

აგვისტო 29, 2023
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ გაიმართება

აგვისტო 25, 2023
ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“

ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“

აგვისტო 25, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

აგვისტო 25, 2023
წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

აგვისტო 18, 2023

LATEST INTERVIEWS

No Content Available

პოპულარული ბოლო 30 დღეში

    Newsletter

    ADVERTISEMENT

    შემეხმიანე

    E-mail your company news at:

    news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

    Local Marketing contact:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

    Requests from abroad:

    (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

    Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

    რესურსი

    • Work at the FINANCIAL
    • ePaper
    • Advertise in The FINANCIAL
    • Access ePaper
    • Guest posts
    • Contributed articles
    • AmericanStockNews
    • Coupon Codes
    • GLOSSY MAG
    American Culture Center
    ACC Partner

    სახელმძღვანელო

    • Events
    • Services

    გამოგვყევი

    • Facebook
    • Twitter
    • Google+
    • Youtube
    No Result
    View All Result
    • მთავარი
    • ბიზნესი
      • ოქროს ბრენდი
      • ტურიზმი
      • მედია
      • უძრავი ქონება
      • ფარმაცია
    • მსოფლიო
      • საქართველო
      • პოლიტიკა
      • ომი უკრაინაში
      • უკრაინა
    • ჯანმრთელობა
    • ტექნოლოგიები
    • კულტურა
      • მოდა
      • ფილმები
      • წიგნის განხილვა
    • ფინანსები
      • ქართული ბანკები
      • საბანკო ფორუმი
    • ჰოტელიერი
      • სასტუმროები
      • პრეს-რელიზი
    • GE
      • EN
      • GE

    © 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

    Welcome Back!

    Login to your account below

    Forgotten Password?

    Retrieve your password

    Please enter your username or email address to reset your password.

    Log In
    This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.