ADVERTISEMENT
  • მთავარი
სამშაბათი, ივნისი 24, 2025
  • Login
No Result
View All Result
NEWSLETTER
FINCHANNEL
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
  • მთავარი
  • ბიზნესი
    • ოქროს ბრენდი
    • ტურიზმი
    • მედია
    • უძრავი ქონება
    • ფარმაცია
  • მსოფლიო
    • საქართველო
    • პოლიტიკა
    • ომი უკრაინაში
    • უკრაინა
  • ჯანმრთელობა
  • ტექნოლოგიები
  • კულტურა
    • მოდა
    • ფილმები
    • წიგნის განხილვა
  • ფინანსები
    • ქართული ბანკები
    • საბანკო ფორუმი
  • ჰოტელიერი
    • სასტუმროები
    • პრეს-რელიზი
  • GE
    • EN
    • GE
No Result
View All Result
FINCHANNEL
No Result
View All Result
Home Featured

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

განგრძობითი ინტერვენციები ლარის მხარდამჭერი ფაქტორების ფონზე

The FINANCIAL by The FINANCIAL
მაისი 30, 2025
in Featured, News, ადამიანები, აზრი, ანალიტიკა, ბაზრები, ბანკები, ბიზნესი, განსხვავებული აზრი, ეკონომიკა, პრეს-რელიზი, საქართველო, ფინანსები, ქართული ბანკები
Reading Time: 1 min read
13
A A
0
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
Share on FacebookShare on Twitter

რა საერთო აქვს აშშ დოლარს განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებთან? ერთი შეხედვით – არაფერი, თუმცა აშშ-ის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები სწორედ განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აშშ-ში გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, დოლარი უფასურდება. 26 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარის ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან 8.5%-ზე მეტითაა შემცირებული. საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკი, როგორც წესი, განვითარებული ეკონომიკებისთვის უჩვეულოა, რისი მიზეზიც კონტრციკლური მონეტარული პოლიტიკაა – მაღალი განაკვეთები მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს და პირიქით. საპირისპიროდ, განვითარებად ეკონომიკებს ხშირად პროციკლური პოლიტიკის გატარება უწევთ, რაც საპროცენტო განაკვეთების მატებას ეკონომიკური ზრდის შენელების პერიოდებში მოიაზრებს, გაცვლითი კურსის მხარდაჭერის, ინფლაციური რისკების მოთოკვისა და კაპიტალის გადინების თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ატიპიურია და მსოფლიო ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამ კონტექსტში, კვლავ რელევანტურია ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით, და ისტორიულად ძალზე მაღალ პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. ლარზე გავლენის მხრივ, აშშ დოლარის ბოლოდროინდელი სისუსტე მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი წონასწორული ნიშნული, ჩვენი შეფასებით, 2.69-მდე შემცირდა.

თუმცა დოლარის სისუსტე ლარის მხარდამჭერი ერთადერთი ფაქტორი არ არის. უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები 2025 წელს უმჯობესდება, რაც საქონლით ვაჭრობის რეკორდულად დაბალი დეფიციტით (იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით), ფულადი გზავნილების კვლავ ძლიერი ზრდით (განსაკუთრებით, სტაბილური წყაროებიდან) და ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების გარკვეული აჩქარებით არის განპირობებული. უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციებიც – ე.წ. „კარგი დროის ბუფერი” – რისი ადრეული ნიშნებიც უკვე სახეზეა. მეორე მხრივ, შემცირებულია ზეწოლა მოთხოვნის მხრიდანაც, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის ნორმალიზებაში გამოიხატება. ჯამურად, აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა ლარის გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

გამყარების ეს ზეწოლა კი  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალებას აძლევს. ეროვნულმა ბანკმა მარტსა და აპრილში 368 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ჩვენი შეფასებით, მასშტაბური ინტერვენციები მაისშიც გრძელდება. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება.

RelatedPosts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება სავსებით შესაძლებელი იყო. კერძოდ, გარდა აშშ დოლარის დასუსტებისა, რაც ბოლო პერიოდში მოლოდინების არსებითი გაუარესებით არის განპირობებული, მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?”, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი შეფასებაც უცვლელია, რაც მოიაზრებს ლარის მხოლოდ შედარებით ზომიერ მოსალოდნელ გამყარებას მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, სამ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით: რეზერვების შევსების საჭიროება, სუსტი ინფლაცია და ლარის სიახლოვე თავის წონასწორულ ნიშნულთან.

READ  თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

თუ ზემოაღნიშნულ არგუმენტებს დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იკვეთება, ლარის ეფექტური კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. ბოლო პერიოდში ინფლაციური ზეწოლა შედარებით გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების საქონლის ფასები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. გარკვეული ზრდა შეინიშნება მომსახურებისა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციებში, რაც საყურადღებო ფაქტორია. საპირისპიროდ, ზეწოლა არ იკვეთება შრომის ბაზრიდან – მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. პარალელურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია. ამის მიზეზი დოლარის სისუსტე და საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების თანმდევი გაძლიერებაა, მაშინ როდესაც ლარი დოლართან მხოლოდ მცირედით არის გამყარებული. ეს საკმაოდ საყურადღებოა, რადგან, ჩვენი კვლევით, საქართველოში ინფლაციის მთლიანი დინამიკის, დაახლოებით, 75% რეგიონისთვის საერთო, და არა ქვეყნის შიდა, ფაქტორებით აიხსნება, რაც იმპორტული ინფლაციის არსებით როლზე მიუთითებს. ამდენად, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

მიმდინარე დინამიკა – უახლესი ინდიკატორები შიდა მოთხოვნის აჩქარებაზე მიუთითებს. მარტის ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ამას ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. მეორე მხრივ, მთლიანი უნაღდო დანახარჯების ზრდა მარტში მცირედით აჩქარდა, აპრილსა და მაისში კი გაუმჯობესებას განაგრძობს. ამავდროულად, არარეზიდენტების ხარჯები აპრილ-მაისში, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერია, ხოლო მიგრანტების ხარჯები, მაისში მცირედი შემცირების მიუხედავად, სტაბილური რჩება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე .

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
Featured

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

by The FINANCIAL
ივნისი 21, 2025
0

საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი...

Read more
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

ივნისი 20, 2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

ივნისი 20, 2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

ივნისი 19, 2025

Discussion about this post

  • Trending
  • Comments
  • Latest
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

ივნისი 21, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

ივნისი 20, 2025
Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია

ივნისი 20, 2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

ივნისი 19, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

ივნისი 19, 2025
ADVERTISEMENT

პოპულარული ბოლო 24 საათში

    ბოლო სიახლეები

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

    ივნისი 18, 2025
    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

    ივნისი 17, 2025

    ბოლო ინტერვიუები

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

    by VOA Voice of America
    სექტემბერი 23, 2024
    0

    ...

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    გენერალი ჯონსი: უნდა უზრუნველვყოთ, რომ გამარჯვება ვლადიმირ პუტინს არ დარჩეს

    by The FINANCIAL
    თებერვალი 29, 2024
    0

    ...

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის – ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” – ბილ ბრაუდერი

    by The FINANCIAL
    იანვარი 25, 2024
    0

    ...

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    ქუთაისში განახლებული ჰოსტელ | რესტორანი შავი პომიდორი გაიხსნა

    by The FINANCIAL
    ოქტომბერი 19, 2023
    0

    ...

    პოპულარული ბოლო 30 დღეში

      დაგვიკავშირდით

      E-mail your company news at:

      news (at) financial.ge Letters to the Editor: editor (at) finchannel.com

      Local Marketing contact:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 1 (+995 558) 03 03 03 (mobile) marketing (at) finchannel.com

      Requests from abroad:

      (+99532) 2252 275 | 76 EXT: 7 (+995599) 96 52 52 Email: zviadi (@) finchannel.com Contact video editor: E-mail: video (at) financial.ge

      Postal address: 17 Mtskheta str. Tbilisi, Georgia 0179 The FINANCIAL

      რესურსი

      • Work at the FINANCIAL
      • ePaper
      • Advertise in The FINANCIAL
      • Access ePaper
      • Guest posts
      • Contributed articles
      • AmericanStockNews
      • Coupon Codes
      • GLOSSY MAG
      American Culture Center
      ACC Partner

      სახელმძღვანელო

      • Events
      • Services

      გამოგვყევი

      • Facebook
      • Twitter
      • Google+
      • Youtube
      No Result
      View All Result
      • მთავარი
      • ბიზნესი
        • ოქროს ბრენდი
        • ტურიზმი
        • მედია
        • უძრავი ქონება
        • ფარმაცია
      • მსოფლიო
        • საქართველო
        • პოლიტიკა
        • ომი უკრაინაში
        • უკრაინა
      • ჯანმრთელობა
      • ტექნოლოგიები
      • კულტურა
        • მოდა
        • ფილმები
        • წიგნის განხილვა
      • ფინანსები
        • ქართული ბანკები
        • საბანკო ფორუმი
      • ჰოტელიერი
        • სასტუმროები
        • პრეს-რელიზი
      • GE
        • EN
        • GE

      © 2025 Intelligence Group llc

      Welcome Back!

      Login to your account below

      Forgotten Password?

      Retrieve your password

      Please enter your username or email address to reset your password.

      Log In

      Add New Playlist

      This website uses cookies. By continuing to use this website you are giving consent to cookies being used. Visit our Privacy and Cookie Policy.