//

ილონ მასკის Starlink-ი უკრაინაში ყველაზე ჩამოტვირთვადი მობილური აპლიკაცია გახდა

2 mins read

უკრაინელებმა Starlink-ის მობილური აპლიკაცია ორ კვირაში 100 000-ჯერ ჩამოტვირთეს. 13 მარტს კი, მხოლოდ ერთ დღეში, App Store-სა და Google Play-ს მაღაზიებიდან 2100-ჯერ მოხდა ალიკაციის ჩამოტვირთვა.
როგორც, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ამერიკული Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით აცხდებს, ეს ფაქტი – მსოფლიოში ალპიკაციის ერთ დღეში ჩამოტვირთვების რეკორდია.
Starlink არის აპლიკაცია, რომელიც სმარტფონის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თანამგზავრულ ინტერნეტ Space-X-ს დაუკავშირდნენ.
Starlink სატელიტური ინტერნეტ სადგურები უკვე ფუნქციონირებს უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
Starlink შექმნილია ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად პლანეტის ნებისმიერ ადგილას იმ ადგილებში, სადაც არასდროს ან სრულიად არ იყო ინტერნეტტან წვდომა. აპლიკაცია საჭიროა თანამგზავრთან კავშირის დასამყარებლად და ინტერნეტის მუშაობისთვის. 28 თებერვალს Starlink-ის პირველი ტერმინალები გაჩნდა უკრაინაში. 3 მარტს Starlink-ი უკვე ამოქმედდა.

READ  პუტინს იმედი აქვს რომ დასავლეთი დაიღება რუსეთ-უკრაინის ომით

კომენტარის დატოვება